მინდა ვისწავლო ბედნიერება

არ ვიცი საიდან დავიწყო და არც ის ვიცი, თუ საკმაოდ კარგად ვიცი ბევრი და “არაბავშური” სიტყვები ქართულად. თუ დღეს ამ საიტზე გადავწვიტე ჩემი ისტორიის გამოგზავნა  ეს მხოლოდ მამაჩემის გულისთვის.იქნებდა ცოტა “მომეშვას გულზე “…
11 წლის ვიყავი როცა საფრანგეთში ჩამომიყვანეს მშობლებმა. არც კი მქონდა აქაურობა წარმოდგენილი უბრალოდ დედიკოს და მამიკოს სახეების ნახვა მინდოდა, ძალიან მინდოდა რადგან 4 წელი არ მყავდნენ ნანახი და რა დამხვდა… ყოველ დღე მთვრალი მამა რომელიც დედას ცემს უმიზეზოდ, მოსმენა მამაჩემის რამდენიმე საათი კარებზე მუშტების ბრახუნი და ტირილში ჩაძინება. არავისთვის მითქვამს და ამით ძალიან ვიტანჯები, რომ ორჯერ მამაჩემმა გაბედა მომკარებიყო ინტიმურ ადგილებზე, 15 წლის ასაკში კი იგივეს გამეორება დააპირა მაგრამ უკვე ვხვდებოდი თუ რასაც ნიშნავდა და არ მივიკარე, მაგრამ რამდენჯემე მაკოცა ტუჩებზე ძალით. დედაჩემს ვერასოდეს ვეტყოდი ამას, ასეთებზე არ ვლაპარაკობდით, არც კი დამიჯერებდა. მის ცემას კიდევ აგრძელებდა. მე წამოვიზარდე. არაფერს არ მაკეთებიებდა. არსად მიშვებდა მხოლოდ სკოლაში. არც მეგობრებთან შემეძლო წასვლა ცოტა ხნით მაინც. 15 წლის როცა ვიყავი ერთ დილას გავიქეცი სახლიდან. არც კი ვიცოდი სად წავსულიყავი, თავის მოკვლა მინდოდა, მანქანის ქვემოთ შევარდნა და მოვკვდარიყავი მარა ვერ გავბედე მეშინოდა რო მთელი ცხოვრება ინვალიდი ვყოფილიყავი… როგორც მახსოვს 30 კილომეტრი მაინც გავიარე ახლო ქალაქში მოვხვდი,ფეხები საშინელ დღეში მქონდა. იმ შუა ქალაქში იყო მაღალი ხიდი და წამოვჯექი. ქვემოთ წყალი გადიოდა და დიდ ქვებს ვხედავდი ამ დროს ნამდვილად მინდოდა გადავმხტარიყავი მაგრან ისევ იგივე ფიქრი მაწუხებდა “ნეტა ეგრევე მოვკვდები?”. მე ჩემ ფიქრებში ვიყავი როდესაც ხმა მესმის ბავშვის, მოვიხედე მარჯვნივ და 10- 11 წლის ბიჭი მელაპარაკება. ვერ გავიგე რა უნდოდა. ალბათ შოკში ვიყავი. არ ვიცი რა მემართებოდა. ბიჭთან კაცი იყო და ჩამომიყვანეს ხიდიდან. ნახევარ საათში სასწრაფო მოვიდა, არავის ველაპარაკებოდი. ეგრევე სავაადმყოფიში წამიყვანეს და რამდენიმე საათში დედაჩემიც ჩემთან იყო. ვტიროდი, დედაჩემი როცა არ იყო ჩემს გვერდზე. არ მინდოდა სახლში დაბრუნება,ყვირილი მინდოდა,მაგრამ არცერთი სიტყვა გამოდიოდა პირიდან.
ერთი წლის მერე ერთი ახალი ჩამოსული ქართველი საფრანგეთში გავიცანი, უაზროდ შემიყვარდა მაგრამ სულ ვჩხუბობდით,ვგრძნობდი რომ არ ვუყვარდი მაგრამ იმედი მაინც მქონდა რომ შეიცვლებოდა. და რა თქმა უნდა ჩუმად ვნახულობდი. როგორც შემეძლო ისე. ღამით ვიპარებოდი სახლიდან.შემეძლო ორი კილომეტრი ნახევარ წუთში გამევლო ფეხით. ლამის გავრბოდი ისე მიყვარდა.რა თქმა უნდა ინტიმური ურთიერთობაც გვქონდა,თუნდაც სადარბაზოში, ღამით არავინ დადიოდა მანდ. სიყვარული არ ვიცი ამას თუ ჰქვია, მაგრამ მე მისთვის უკან არაფერზე დავიხეოდი. მშობლებს 2 000ევროზე მეტი მოვპარე, რადგან მას ვალები ქონდა და ეს მხოლოდ გვიან შეამჩნიეს…
მამაჩემი ისე მძულდა სიტყვაც არ არსებობს რო აღვწერო ეს ზიზღი. დედაჩემს ბევჯერ ვთხოვე რომ ის დაშორებულიყო და სხვაგან გვეცხოვრა, მაგრამ არ უნდოდა,ხალხი რას იფიქრებსო. მე ფიზიკურად და მორალურად მკვდარი ვიყავი. არც სიყვარულში მიმართლებდა არც ოჯახში. გადავწყვიტე, რომ მე მარტო წავსულიყავი სულ სხვა ქალქში აქედან შორს და აღარასოდეს დავბრუნებულიყავი,ამ დროს 17 წლის ვიყავი. ფული მოვიპარე დედაჩემს მატარებლის და გერმანიასთან ერთ ერთ ახლო ქალაქში ჩავედი. უსახლკარო ვიყავი თან ცივა,ნოემბერია 2009. მხოლოდ ერთი რამ მქონდა დადებითი, საკმაოდ კარგი ფიზიკა. ოღონდ მამაჩემისგან შორს ვყოფილიყავი და ჩემი ტანის გაყიდვა არც კი მადარდებდა. ცუდად ვიყავი ქართველი ბიჭისგან შორს პირველი თვეები,ძალიან მიჭირდა,მენატრებოდა მარა სხვა გავიცანი და მასთან მხოლოდ სამი თვე ვიყავი რადგან გაიგო რასაც ვსაქმიანობდი და ვერ აიტანა.
ამჯამად 20 წლის ვარ.აპარტემენტში ვცხოვრობ ფრანგ კაცთან რომელიც 31 წლის არის. სიყვარულით, არ მიყვარს მაგრამ არაფერს არ მაკლებს მატერიულად, ბევრი ვატკინე თავიდან… ბოზი როცა ხდები ძნელია წესიერი ცხოვრება აიდგა.კაცებში დავდიოდი და ბევრჯერ წამომიყვანა სახლში. არ ვიცი რა მინდა.. როგორ შევძლო რომ მამაჩემი აღარ ვნახო სიზმრებში,ეს ზიზღი გაქრეს… ხანდახან ვფიქრობ რომ ჩავიდე იმ ქალაქში და მოვკლა მაგრამ ეს ტკივილი გაქრება ოდესმე? მინდა ვისწავლო რა არის ბედნიერება…

კომენტარები