მივაღწიოთ მიზანს – ტონი რობინსის საიდუმლო

0

ტონი რობინსი ერთ-ერთი თანამედროვე ამერიკელი მოტივატორია.  საკუთარი კარიერის მანძილზე, მან არაერთი ბესტსელერი გამოსცა, ყოველწლიურ სემინარებზე მუშაობდა უამრავ ადამიანთან, აურაცხელი რაოდენობის ვარსკვლავთან, პოლიტიკიოსთან თუ სპორტსმენთან. დღესდღეობით ტონი რობინსი მართავს 50 ბიზნესს, რომელთა მოგებაც მთლიანობაში შეადგენს 6 მილიარდს.

წლის საბოლოო სემინარზე მას  შემდეგი კითხვებით მიმართეს: „რა არის მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი ? ბევრმა ადამიანმა ახალი წლის პირველივე თვეს ხელი აიღო საკუთარ მიზნებზე და მიატოვა, რატომ ხდება ეს ?

რობინსის აზრით, მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია „ხედვა“ და  „გეგმა“ .  გთავაზობთ მის სტრატეგიას, რაც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.

  1. დაიმახსოვრეთ: სწრაფვა საქმისაკენ იგივეა, რაც სწრაფვა მიზნისაკენ !

მაგალითად, თუ თქვენი მიზანია 2019 წლისთვის ახალი ბიზნესისათვის 100 000 $-ის შეგროვება, უნდა ფოკუსირდეთ არა ფულზე, არამედ იმაზე, რატომ არის ეს თქვენი მიზანი და გზაზე, რომლის გავლაც მოგიწევთ, როგორ დაგეხმარებათ გაიზარდოთ, როგორც პიროვნება. „მიზნის მოტივი არ არის მისი მიღწევა“ – წერს ტონი, – „მისი მოტივი არის, ვინ გახდები შენ მიზნისკენ სწრაფვის პპროცესში!“

თუ მიზნის მიღწევის პროცესში შენ გაიზრდები ეს წარმატებაა.

  1. დაისახეთ სწორი მიზანი !

იცით რატომ დანებდა უამრავი ადამიანი დასაწყისშივე ? იმიტომ რომ მათ მიერ დასახული მიზანი აღემატება შესაძლებლობებს, რაც გააჩნიათ.

სცადეთ ისეთი მიზნის დასახვა, რომელსაც ნამდვილად მიაღწევთ ერთ წელიწადში.

  1. ფოკუსირდით იმაზე, რაც ნამდვილად გსურთ და არა იმაზე, რაც არ გინდათ.

მნიშვნელოვანი შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ არის აცენტის გაკეთება იმაზე, რაც მათ არ სურთ და არა იმაზე რაც სურთ. მაგალითად, ისინი ამბობენ, მე არ მინდა ვიყო მსუქანი, ასე რომ დავიკლებ 15 კილოს. ამის ნაცვლად თქვენი მიზანი უნდა ჩამოაყალიბოთ შემდეგნაირად, მე მინდა ვიყო ჯანმრთელი და თავს ვგრძნობდე ფორმაში, ასე რომ მე დავიკლებ იმდენს, რამდენიც საჭიროა.

  1. არ შეჩერდეთ, მაშინაც კი როდესაც დასახულ მიზანს მიაღწევთ !

ეს მარტივია, არასოდეს შეწყვიტოთ მიზნის დასახვა.

  1. არ იდარდოთ, თუ ვერ მიაღწევთ მიზანს !

რა მნიშვნელობა აქვს მიზანს მიაღწიეთ თუ არა, მთავარია, გაიზარდოთ როგორც პიროვნება მიზნის მიღწევის გზაზე.

რა გვანიჭებს იმის შეგრძნებას, რომ ვცოცხლობთ ? პროგრესი ! ეს არის ზრდა, სიცოცხლე… როგორც რობინი ამბობს – ” ჩვენ ან ვიზრდებით ან ვკვდებით, ეს არის ის, რასაც ცხოვრებას ეძახიან!”

მაგრამ გახსოვდეთ: ყველა ადამიანს ზრდის სხვადასხვა ფორმა გააჩნია. სცადეთ და აღმოაჩინეთ, რომელი ფორმაა თქვენთვის უფრო ღირებული და იქით იარეთ.

“თქვენ მხოლოდ კი არ უნდა გაიზარდოთ” – უმატებს მოტივატორი, – “თქვენ უნდა გაიზარდოთ იმდენად, რომ გქონდეთ განსაკუთრებული ცხოვრების პირობები – ცხოვრების, რომელიც დაგაკმაყოფილებთ თქვენ !”

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply