კურდღელი ზის და წერს.

გამოიარა მგელმა და ეკითხება კურდღელს:

– რას აკეთებ?

– საკურსოს ვწერ.

– რა თემაზე წერ საკურსოს?

– როგორ შეჭამა კურდღელმა მგელი.

– ეს როგორ?

– წამოდი და განახებ.

წაიყვანა მგელი კურდღელმა და ცოტა ხანში მარტო დაბრუნდა, გააგრძელა წერა, გამოიარა დათვმა, ეკითხება კურდღელს.

– რას აკეთებ?

– საკურსოს ვწერ.

– რა თემაზე?

– როგორ შეჭამა კურდღელმა დათვი?

– ეს როგორ?

– წამოდი და გაჩვენებ.

წაიყვანა კურდღელმა დათვი და ცოტა ხანში ისევ დაბრუნდა მარტო.

რა ხდება? წევს გამძღარი ლომი, წინ უყრია დაფლეთილი მგელი და დათვი და არხეინად შეექცევა.

მორალი:

მთავარი ის კი არ არის ვინ და რა თემაზე წერ საკურსოსს, არამედ მთავარია ვინ გყავს ხელმძღვანელი.

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

კურდღელი ზის და წერს. გამოიარა მგელმა და ეკითხება კურდღელს: – რას აკეთებ? – საკურსოს ვწერ. – რა თემაზე წერ საკურსოს? – როგორ შეჭამა კურდღელმა მგელი. – ეს როგორ? – წამოდი და განახებ. წაიყვანა მგელი კურდღელმა და ცოტა ხანში მარტო დაბრუნდა, გააგრძელა წერა, გამოიარა დათვმა, ეკითხება კურდღელს. – რას აკეთებ? – საკურსოს ვწერ. – რა თემაზე? […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი