მე შევიძენ მას და წავიღებ სახლში

გროვერ ნორქუისტი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დამოუკიდებელი ორგანიზაციის „ამერიკელები საგადასახადო რეფორმისათვის“ დამფუძნებელი. საჯარო ურთიერთობების არაერთი ექსპერტის მტკიცებით, მას გაცილებით დიდი ზეგავლენა აქვს თანამედროვე რესპუბლიკური პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ვიდრე ნებისმიერ კონკრეტულ პარტიის წევრს.
• ჩემი მიზანია მთავრობის იმ ზომამდე შემცირება, რომ მისი აბაზანისთვის გატანება შევძლოთ.
• ყოველთვის, როდესაც რაიმე პროგრამას აუქმებთ, იშორებთ ადამიანს, რომელსაც მაღალი გადასახადების დიდი ინტერესი ჰქონდა და აქცევთ მას გადასახადის გადამხდელად.
• გადასახადების თემა ყველაზე ძლიერი თემაა ამერიკის პოლიტიკაში. ხალხი ამბობს, „ოჰ, გროვერ ნორქუისტს აქვს ძალაუფლება“. არა, გროვერ ნორქუისტი და ამერიკელები საგადასახადო რეფორმისათვის ფოკუსირებული არიან გადასახადების თემაზე. გადასახადების თემა არის ძლიერი თემა.
 • თუ პარტიები ისეთ ბრენდირებას გაუკეთებენ საკუთარ თავს, როგორც კოკა-კოლა, პეპსი და სხვა პროდუქტები აკეთებენ იმისათვის, რომ იცოდე რასაც ყიდულობ გავლილი აქვს ხარისხის კოტროლი, მე ხმას მივცემდი რესპუბლიკელს. ის არ გაზრდის გადასახადს. მე შევიძენ მას და წავიღებ სახლში.
• უნდა შევამციროთ სამთავრობო ხარჯების პროცენტული რაოდენობა ეკონომიკის მოცულობასთან მიმართებაში. მემარცხენეს სურს დეფიციტზე ფოკუსირება და ამიტომ შეუძლია ჩვენი ყურადღების მოდუნება, სამთავრობო ხარჯების პროცენტული რაოდენობის კონტროლზე ეკონომიკის მოცულობასთან მიმართებაში.
• ხარჯებზე ფოკუსირების დროს ორი არჩევანი გვაქვს: პირველი არის ნაკლების ხარჯვა და დემოკრატებს არ აქვთ არავითარი გადაწყვეტა ამ პრობლემის. მეორე არის ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც გაზრდის ეკონომიკას და შეამცირებს მთავრობის ხარჯებს ეკონომიკის მოცულობის პროცენტულ მიმართებაში და შესაბამისად, მთავრობას გახდის ნაკლებად ძვირს.
          გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია ეკონომიკის მკვლევარ გივი კუპატაძის მიერ