მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა…

მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა- თამაშით არ დავიღლებოდი.

მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა- არ გავიზრდებოდი.

მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა – „მე ,ბებია, ილიკო და ილარიონზე“ უფრო მეტს ვიტირებდი,ვიდრე ვიცინე.

მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა – იმ გაწუწულ ლეკვს ჩემს ორცხობილას ვუწილადებდი , ასე გამეტებით რომ ჩამეტენა გაყინულ ხელში.

მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა-კიდევ ერთხელ ვიტირებდი იმ ჩიტზე , დიდი ვაი-ვიშით რომ დავასაფლავე.

მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა- ბოლო ხმაზე ვიყვირებდი, წლებს ყველაფერს გავატანდი ბავშვობის გარდა…

ბავშვობაში ყველას გვყავს ჩვენი „რედლი ბუა“ ,რომელზეც ფიქრი შიშს გვგვრის, მაგრამ ეს შიში იმდენად რეალურად გეჩვენება, გგონია, ცხოვრებაში ასე არაფრის , არასდროს შეგეშინდება.

და ბოლოს, თუ ძილის წინ საწოლის ქვეშეთში ისევ იხედებით, ჩათვალეთ ჯერ კიდევ ბავშვი ხართ.

ავტორი: მარიამ ნებიერიძე

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა- თამაშით არ დავიღლებოდი. მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა- არ გავიზრდებოდი. მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა – „მე ,ბებია, ილიკო და ილარიონზე“ უფრო მეტს ვიტირებდი,ვიდრე ვიცინე. მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა – იმ გაწუწულ ლეკვს ჩემს ორცხობილას ვუწილადებდი , ასე გამეტებით რომ ჩამეტენა გაყინულ ხელში. მე რომ ბავშვობაში დამაბრუნა-კიდევ ერთხელ ვიტირებდი იმ ჩიტზე , დიდი […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი