მე ლიდერი ვარ ! ! ! ( უცნობი ხმა შენს გულში)

– მე ვარსკვლავი ვარ – ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი. აი,სწორედ ისეთი შენ, რომ გსურს იყო…  მე დიდება ვარ – შენსკენ მომავალი დიდება…


მე სურვილი ვარ,  შენი ცოდნა, ინტელექტი, გამოცდილება… მე შემოქმედება ვარ – მხოლოდ შენი შრომით შექმნილი შემოქმედება… მე სიმტკიცე ვარ – შენი გამბედაობა, ერთგულება და ქველმოქმედება…

მე ოცნება ვარ. მწვერვალი ვარ – შენს მიერ დაპყრობილი მწვერვალი… მე შენი რწმენა, ძალა ვარ და მე შენში ვარ ! ! !

მიდი გამაღვიძე ! რას ელოდები?! არა, მხოლოდ სიტყვები არ კმარა. მოქმედებაა საჭირო, გესმის!? გაბედული მოქმედება ! 

მიდი იმოქმედე გაბედულად.  გესმის!? გაბედულად…
– არა ! – აწყვეტინებს შედარებით უფრო სუსტი,ნაცნობი, იდუმალი, მაგრამ სულში ეჭვისა და შიშის აღმძრავი ხმა.

არა, ნუ უსმენ ! შენ ეს არ შეგიძლია. ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებაა – ფუჭი ოცნება, უბრალო სიტყვებია, გესმის? – ლამაზი სიტყვები და მეტი არაფერი…

შენ ფული გჭირდება, პირობები და საუკეთესო გარემო. შენ მხარდაჭერა გჭირდება, გესმის ?! ხელშეწყობა,გავლენა და იღბალი…
– მართალია, აგრძელებს საუბარს უცნობი ხმა. მაგრამ მგონი რაღაც კარგად ვერ გაიგე . . . მე ყველაფერი ვარ, დაფიქრდი…  “მე ლიდერი ვარ” –  ამხელს თავის ვინაობას უცნობი ხმა გადამწყვეტ მომენტში…

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

– მე ვარსკვლავი ვარ – ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი. აი,სწორედ ისეთი შენ, რომ გსურს იყო…  მე დიდება ვარ – შენსკენ მომავალი დიდება… მე სურვილი ვარ,  შენი ცოდნა, ინტელექტი, გამოცდილება… მე შემოქმედება ვარ – მხოლოდ შენი შრომით შექმნილი შემოქმედება… მე სიმტკიცე ვარ – შენი გამბედაობა, ერთგულება და ქველმოქმედება… მე ოცნება ვარ. მწვერვალი ვარ – შენს მიერ დაპყრობილი […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი