სიცივე…ზამთრის და უშენობის
და ცივი იატაკის, შიშველი ფეხების… გაციებული ცხელი ცრემლების…ცივი დღეების, ცივი დილების, რომ დაგივიწყებ
და ყოველ დილით შენზე ფიქრით ვიწყებ ცხოვრებას…. ვივიწყებ, ვივიწყებ, გივიწყებ და მიყვარდები თავიდან, ყოველდღე – ღამიდან დილამდე და გივიწყებ ისევ დილიდან ღამემდე… იცი როგორი იყავი?
ზედმეტად ჩემი… და სულ ესაა…
მე დღეს ვერ ვიხსენებ შენს სახეს, შენს ნაკვთებს, შენს თითებს ასე ძალიან რომ მიყვარდა ადრე… დღეს არ მახსენდება შენი ხასიათი, ამაყი იყავი?  თავმდაბალი? კეთილი? ბოროტი? ყურადღებიანი? ცივი? თუ თბილი? გიყვარდა?
შენი საყვარელი ფერი- ჰაერისფერი
საყვარელი რიცხვი-0
საყვარელი საჭმელი-წყალი
საყვარელი ცხოველი-ადამიანი
რაც შენში იყო ყველაფერი განზოგადდა და გაუფერულდა, რაც ძვირ-ფასი იყო, გაუფასურდა…
დაგკარგე, დაგკარგე, დაგკარგე კარგო  გადამეკარგე… და მე კარგე… მე დავკარგე, თავი დავკარგე
მე….შენ…

შავი ხვრელები…

სპირალები
სპირალები
ვარსკვალები და მზეები და პლანეტები და ქვეყნები და ქალაქები და ქუჩები და სახლები და ფანჯრები… გისოსები გისოსები გისოსები…ვგიჟდებოდი

შენზე 

გიჟდებოდიგიჟი

გიჟი

გისოსები და გალია
ჩიტები და
თავისუფლება და
თავის უფლება
უფალოუფალო

იესო…
გისოსები და ფანჯრები და ჰაერი და ცა და მზე და ვარსკვლავები და სპირალები და ხვრლები, შავი ხვრელები და სოროები და მიწა და სიკვდილი და…
შენი საფლავი და ხმა ჩემი
ყვირილი უხმო და
ცხოვრება უხმო და ცხოვრება უგულო, ცხოვრება უსულო…
შენ, შენ, შენ დაისევ

გისოსები და ფანჯრები და…

ცის მაგივრად თეთრი ბათქაში…
ეკონომიური ნათურა, რომელიც თვალს მჭრის
საწოლი საოცრად ხმელი…მაჯები და კოჭები,

გაკოჭილი მე..

გარეთ
გაზაფხული
სურნელი იის…
მე-გისოსებს მიღმა,შენ-ცის მიღმა. 
ისინი-კარს მიღმა,ისინი, ვინც არ მიშვებენ შენამდე… 

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

სიცივე…ზამთრის და უშენობის და ცივი იატაკის, შიშველი ფეხების… გაციებული ცხელი ცრემლების…ცივი დღეების, ცივი დილების, რომ დაგივიწყებ და ყოველ დილით შენზე ფიქრით ვიწყებ ცხოვრებას…. ვივიწყებ, ვივიწყებ, გივიწყებ და მიყვარდები თავიდან, ყოველდღე – ღამიდან დილამდე და გივიწყებ ისევ დილიდან ღამემდე… იცი როგორი იყავი? ზედმეტად ჩემი… და სულ ესაა… მე დღეს ვერ ვიხსენებ შენს სახეს, შენს ნაკვთებს, შენს თითებს ასე ძალიან რომ მიყვარდა ადრე… დღეს არ მახსენდება შენი ხასიათი, ამაყი იყავი?  თავმდაბალი? კეთილი? ბოროტი? ყურადღებიანი? […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი