look at mirror

“მეორე მე”

ყველა ადამიანში ოდესმე ჩნდება განცდა რომ ის უსუსურია, უსუსურია არა ვინმეს მიმართ არამედ მთელ სამყაროსთან შედარებით. მეც გამიჩნდა რამდენიმე წამის წინ სწორედ ასეთი განცდა, თუმცა მაინცადამაინც არ გავუბრაზებივარ ამას, ვინაიდან მესმის, რომ ყველას აქვს კრიზისი ალბათ მეც ამ წამს სწორედ ამ პერიოდში ვიმყოფები, ეს განა საგანგაშოა? არა მგონია. ვფიქრობ არც ისე გაუმართლებელია აზრი იმის შესახებ რომ მე უძლური ვარ, დიახ უძლური ვარ მე და ვიცი ეს. არ მადარდებს სხვისი აზრი ამის შესახებ მხოლოდ შენ გეძღვნება ეს წერილი მხოლოდ და მხოლოდ შენ ანუ მე. სხვა ვერ გაიგებს რისი თქმა მინდა მაგრამ შენ ხომ გესმის? ეს უნარი ყველას არ სდევს თან მაგრამ შენ შეგიძლია გაგება ჩემი, შენ შეგიძლია გესმოდეს საკუთარი თავის, საკუთარი მეორე მესი.

ზოგისთვის დიდებული ძალაა ეს ყოველივე, ზოგისთვის კი წყევლა. ხედავდე საკუთარ თავს სარკეში და აღიქვავდე მას როგორც შენს ანარეკლს შენს საკუთარ ლანდს შენს საუკეთესო მეგობარს,მას ვისაც შეეძლო ყველაფრის გამოსწორება. შენ ხედავ ადამიანს რომელიც სამყაროში ყველაზე მეტად გძულს და რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს, უყურებ სარკეს და ფიქრობ რა ხარ,საიდან მოხვედი? ან ის ვინაა ვინც შენს წინ დგას? რითი განსხვავდება ის შენგან? განა ის შენი ზუსტი ანარეკლია? განა იმსახურებს ის შენს წინ იდგეს და ასე უკმეხად გიცქერდეს?

ვფიქრობ კი მას შეუძლია შენზე დადებითი და უარყოფითი გავლენის მოხდენა ის ზუსტად ისაა ვინც უნდა იყოს და სხვა არავინ. ყველა იმას იღებს რასაც იმსახურებს, ბუნებაა ასეთია ადრე თუ გვიან მიხვდები, რომ შენც მისი ნაწილი ხარ და შენი ლანდიც. თქვენ ორივენი ანუ ჩვენ ერთნი ვართ ერთი სული ერთ სხეულში გაერთიანებული ორი არსება მე და შენ.
აქედან გამომდინარე მე ვაცნობიერებ რომ ეს ბრძოლა კი არაა სამყაროსთან, არა პირიქით ეს საკუთარი თავისკენ ჩემი მეორე მესკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, რომლის ნაკვალევიც საკრმაოდ გამოკვეთილი უნდა იყოს იმისთვის რომ სხვა ნაბიჯები მკაფიო გახდეს. გეცნობა ეს? სასაცილოა, უნდა გეცნობოდეს კიდევაც ეს ყოველივე ხომ შენ დაწერე. სასიამოვნოა შენი გაცნობა ჩემი ცხოვრების გამსაზღვრელო მეორე მევ.

ავტორი: აკო მირიანაშვილი

კომენტარები