მარიო პიუზო

“მეგობრობა ნიჭზე მეტია” გამონათქვამები მარიო პიუზოს ნაწარმოებებიდან

სიტყვა ‘მაფია’ თავიდან თავშესაფრის ადგილს აღნიშნავდა. შემდეგ ეს სახელი საიდუმლო ორგანიზაციას ეწოდა, რომელიც საუკუნებიის განმავლობაში ებრძოდა ხელისუფლებას, ხალხს რომ უმოწყალოდ ჩაგრავდა.

ასეთია სამყაროს ბუნება – კეთილი და ბოროტი ურთიერთდაკავშირებული და გადაჯაჭვულია.

აი, სიცილია… მზით განათებული, ფორთოხლისფერი სიცილია და სისხლით გაჟღენთილი ჰაერი ადამიანების გონებაში…

ეს იტალიაა, იტალიური სული ადამიანების გულებში, რომელიც წყევლა უფროა, ვიდრე ჯილდო.

ენა საუკეთესო იარაღია, თუმცა, არა ყველაზე ეფექტური.

რომ იტყვი, გამკეთებელიც უნდა იყო.

უარის თქმა ხელოვნებაა, სიკვდილი – ყოველდღიურობა…

არსებობს რაღაცეები, რაც უნდა გააკეთო და აკეთებ, მერე კი აღარასოდეს ლაპარაკობ მათზე. არ უნდა სცადო მათი გამართლება. მათი გამართლება შეუძლებელია. შენ, უბრალოდ აკეთებ და მერე ივიწყებ.

არ არსებობს უფრო დიდი, ბუნებრივი უპირატესობა ცხოვრებაში, ვიდრე გყავდეს ისეთი მტერი, რომელიც შენს სისუტეებს გადამეტებულად აფასებს,–ეს იგივეა, რომ გყავდეს მეგობარი, რომელიც შენს ღირსებებს ვერ ხედავს.“

“მეგობრობა ყველაფერია. მეგობრობა ნიჭზე მეტია. მეგობრობა სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე მეტია. თითქმის ოჯახის ტოლფასია.”

დღეს მარიო პიუზოს დაბადების დღეა

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

სიტყვა ‘მაფია’ თავიდან თავშესაფრის ადგილს აღნიშნავდა. შემდეგ ეს სახელი საიდუმლო ორგანიზაციას ეწოდა, რომელიც საუკუნებიის განმავლობაში ებრძოდა ხელისუფლებას, ხალხს რომ უმოწყალოდ ჩაგრავდა. ასეთია სამყაროს ბუნება – კეთილი და ბოროტი ურთიერთდაკავშირებული და გადაჯაჭვულია. აი, სიცილია… მზით განათებული, ფორთოხლისფერი სიცილია და სისხლით გაჟღენთილი ჰაერი ადამიანების გონებაში… ეს იტალიაა, იტალიური სული ადამიანების გულებში, რომელიც წყევლა უფროა, ვიდრე ჯილდო. ენა […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი