მდინარე – ჩვენი ცხოვრების მეტაფორა . . .

“მდინარე არასდროს კვეთს ერთსა და იმავე ადგილს ორჯერ” – თქვა ერთმა ფილოსოფოსმა. “ცხოვრებაც მდინარეს ჰგავს” – მიუგო მეორემ.

დასაბამიდან დასასრულამდე ( სათავიდან შესართავამდე)

ყველა სათავეში პატარა წყაროა, რომელიც იზრდება , ძლიერდება და ყალიბდება მდინარედ. ცხოვრებაშიც ასეა. ჩვენ არსებობას ისეთივე პატარა და სუსტი ფორმით ვიწყებთ, როგორც მდინარე, მაგრამ დროთა განმავლობაში ვიზრდებით, ვძლიერდებით და ვყალიბდებით ადამიანებად.

სიახლეები

ჩვენი დაბადებიდან გარდაცვალებამდე (სათავიდან შესართავამდე) წინ მუდამ უამრავი სიურპრიზი და სიახლე გველოდება. მათ სიხარულით უნდა შევეგებოთ და არა შიშით, რადგან უაზრობაა გეშინოდეს იმის, რასაც თავიდან ვერ აიცილებ. მდინარე არასოდეს წყვეტს დინებას…

როდის არის მდინარე ყველაზე მშვიდი?

კარგი ამინდი და ვაკე ადგილი. ორი პირობა, რომელიც დიდ მდინარეებს ამშვიდებს. რაც უფრო ნაკლები პრობლემები გვაქვს, ცხოვრებაც მეტად მშვიდად მიედინება.

მდინარის სანაპიროები მუდამ უხვი და ნოყიერია

თურმე მდინარის სანაპირო მიწები სავსეა წლითა და სასარგებლო მინერალებით და სწორედ ამის გამოა, რომ მცენარეები კარგად იზრდებიან ასეთ ადგილებში. ჩვენი ცხოვრებაც სავსეა უამრავი სასწაულებრივი წამითა და იმის შესაძლებლობებით, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. მივცეთ მეგობარს ხელი, მწყურვალს წყალი და მშიერს პური..

ქვები

წყალი ბევრად ძლიერია, ვიდრე ქვა, თუმცა მას დრო სჭირდება, რომ დაშალოს იგი. ცხოვრებაშიც ასეა. ადამიანი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მისი პრობლემა ! დაიმახსოვრეთ, რომ მათ მოგვარებას დრო და მოთმინება სჭირდება და რომ რაღაც არ გამოგვდის ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცდა უშედეგოა.

შესართავი

“ყველა მდინარე ზღვაში ჩაედინება.” მდინარის მოძრაობის პროცესი უწყვეტია. მასში მუდამ ახალი წყალია. ძველი წყალი ზღვაში ჩაედინება, თუმცა სათავიდან კვლავ მოდის ახალი. ჩვენც ვასრულებთ სიცოცხლეს და  მარადისობას ვუერთდებით, თუმცა შემდეგ იბადება ახალი  და ასე გრძელდება მუდამ…

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

“მდინარე არასდროს კვეთს ერთსა და იმავე ადგილს ორჯერ” – თქვა ერთმა ფილოსოფოსმა. “ცხოვრებაც მდინარეს ჰგავს” – მიუგო მეორემ. დასაბამიდან დასასრულამდე ( სათავიდან შესართავამდე) ყველა სათავეში პატარა წყაროა, რომელიც იზრდება , ძლიერდება და ყალიბდება მდინარედ. ცხოვრებაშიც ასეა. ჩვენ არსებობას ისეთივე პატარა და სუსტი ფორმით ვიწყებთ, როგორც მდინარე, მაგრამ დროთა განმავლობაში ვიზრდებით, ვძლიერდებით და ვყალიბდებით ადამიანებად. სიახლეები […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

თემო ბერიშვილი
ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.