8 მარტი, მზე შემოდგომისა

მამაკაცის ქალის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის სარვამარტო უნდა იყოს

“- გამარჯობათ, ინებეთ, მომილოცავს, დღეს 8 მარტია და უნდა შეგაწუხოთ. ხომ არ გექნებათ რაიმე სურვილები ჩვენი მსმენელებისთვის.

– სურვილები როგორ არა, სათქმელი ალბათ ძალიან ბევრ ქალს აქვს. რაც შეეხება 8 მარტს, პირადად მე ამ დღეს ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნება მაქვს. მამაკაცისთვის ქალების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის სარვამარტო უნდა იყოს…

– გმადლობთ, ქალბატონო, გმადლობთ…

– არა, მე ჯერ არ დამიმთავრებია. ძვირფასო მამაკაცებო, როცა შეხედავთ თქვენი მეუღლის დაღლილ და დანაოჭებულ სახეს ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის გოგონაა, რომლისთვისაც წინათ ღამეები გითენებიათ, ზოგს ლექსებიც გიწერიათ, იქნებ, უნიჭოდ, მაგრამ გულწრფელად და ზოგჯერ ღამით გიტირიათ კიდეც. სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემებზე რომ მუშაობთ, სიყვარულის გახანგრძლივებაზეც იზრუნეთ, თორემ უსიყვარულოდ ხომ გახსოვთ, უსიყვარულოდ არ არსებობს თვით სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. იცით, ყოველი ადამიანი რომ ფიქრობდეს სწორედ იმ მიზეზებზე, რომელიც..

– გამორთე! გამორთე!”

– ნაწყვეტი ფილმიდან “მზე შემოდგომისა”

უყურეთ ნაწყვეტს

კომენტარები