ცისარტყელა

მაინც ვნახავ ცისარტყელას!

– მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი. წარბი შეკრა,თავი დახარა.

– რატომ იყო უგრძესი?

– რაღაცნაირად გაიწელა,თითქოს დროსაც უმძიმდა წასვლა, ან მე დამცინოდა…

– რას შეცვლიდით ამ სამ წელიწადში?

– მხოლოდ ლოდინს, დიახ, ლოდინს!

– ვის ან რას ელოდით? მინდორს გახედა,თითქოს იმ სამმა წელმა ხელახლა გაიარა..

– ველოდებოდი რწმენას ! თქვა და თავი მაღლა ასწია.

– და რატომ დღახართ ჭიშკარში? ჩაისუნთქა, შემდეგ განაგრძო:

– ბნელოდა,როცა ის სახლიდან გავიდა… გასვლის წინ შემოტრიალდა, ბავშვი გადაკოცნა და გავიდა. მივხვდი,რომ ძნელად დათმო ბავშვი, ისიც შევამჩნიე,რომ გავიდა,შემომხედა და გაიღიმა,მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.

– სად წავიდა?

– ასე თქვა, იქ, სადაც თავისუფლება არისო..

– და სად არის თავისუფლება?

– ალბათ, ღმერთთან… მხრები აიჩეჩა, თვალზე გამობრწყინდა ცრემლი.

– რომ მოვიდეს რას ეტყვით?

– დრო, რომ არ არის მკურნალი…

– მაშ რა არის მკურნალი?

– რწმენა!

– თავისუფლებაში ნაპოვნი რწმენა ? ანაზნად გაიღიმა… სასიამოვნოდ შეუსრიალდა ქარი თმებში…

– ვერ დავამრცხე !

– რა?

– დრო,რომელიც გაიწელა და დრო,რომელმაც მაჯობა…

– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენნაირად ელოდებიან?

– ნუ დაელოდებიან დროს,არამედ გავიდნენ და იარონ ქუჩაში, ვიდრე არ იპოვიან ცისარტყელას… !

– თქვენ ვერ იპოვეთ?

– ვერა, მონობაში ვერ ვიპოვე თავისუფლება…

– რისი იმედი გაქვთ? შემომხედა,თვალები გაუბრწყინდა, კვლავ გახედა სივრცეს…

– რომ შემხვდება ცისარტყელა !

გამომგზავნი/ავტორი: ეკატერინე ჩიქოვანი

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

– მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი. წარბი შეკრა,თავი დახარა. – რატომ იყო უგრძესი? – რაღაცნაირად გაიწელა,თითქოს დროსაც უმძიმდა წასვლა, ან მე დამცინოდა… – რას შეცვლიდით ამ სამ წელიწადში? – მხოლოდ ლოდინს, დიახ, ლოდინს! – ვის ან რას ელოდით? მინდორს გახედა,თითქოს იმ სამმა წელმა ხელახლა გაიარა.. – ველოდებოდი რწმენას ! თქვა და თავი […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი