sdfdfs
ერთხელ ერთი მღვდელი უცხო მხარეში სამოგზაუროდ წავიდა, თან ვირი წაიყვანა და სანთელი წაიღო. გზად ერთი სოფელი უნდა გაევლო, მორიდებული ადამიანი იყო და სოფლის მცხოვრებელთა სტუმართმოყვარეობაზე უარი თქვა და გადაწყვიტა ტყეში გაეთენებინა ღამე.
სანთელი აანთო,რომ ძილის წინ წმინდა წერილი წაეკითხა, მაგრამ ცოტა ხანში ძლიერი ქარი ამოვარდა და სანთელი ჩაქრა. “მადლობა უფალს, ყველაფერი ,მისი ნებაა” – გაიფიქრა მორწმუნე მღვდელმა და ძილს მისცა თავი.
ღამით ქურდებმა მღვდელს ვირი მოპარეს.
დილით,როდესაც მღვდელმა გაიღვიძა და დანაკლისი  აღმოაჩინა, ისევ  მშვიდად თქვა: ” მადლობა უფალს, ყველაფერი ნებაა მისი” და სოფლისაკენ გაეშურა,სადაც მას საშინელი სურათი დახვდა: სოფელს თავს მაჰმადიანი მტრის ჯარისკაცები დასხმოდნენ, ეკლესია დაეწვათ და მოსახლეობის დიდი ნაწილი დაეხოცათ. როგორც აღმოჩნდა, მტერი სოფელში იმ ტყის გავლით შევიდა, სადაც მღვდელს ეძინა. მღვდელს,რომ სანთელი არ ჩაქრობოდა, მტერი აუცილებლად შეამჩნევდა სინათლის შუქს, ქურდებს კი ვირი,რომ არ მოეპარათ მისი ხმა გასცემდა მღვდლის ადგილსამყოფელს.
“მადლობა უფალს, ყველაფერი მისი ნებაა” – გაიფიქრა მღვდელმა და გზა განაგრძო…

4motivi.com

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ერთხელ ერთი მღვდელი უცხო მხარეში სამოგზაუროდ წავიდა, თან ვირი წაიყვანა და სანთელი წაიღო. გზად ერთი სოფელი უნდა გაევლო, მორიდებული ადამიანი იყო და სოფლის მცხოვრებელთა სტუმართმოყვარეობაზე უარი თქვა და გადაწყვიტა ტყეში გაეთენებინა ღამე. სანთელი აანთო,რომ ძილის წინ წმინდა წერილი წაეკითხა, მაგრამ ცოტა ხანში ძლიერი ქარი ამოვარდა და სანთელი ჩაქრა. “მადლობა უფალს, ყველაფერი ,მისი ნებაა” – გაიფიქრა მორწმუნე მღვდელმა […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი