კუს ძალიან მობეზრდა მიწაზე ხოხვა და გადაწყვიტა ფრენა ესწავლა. გადაწყვიტა და მოქმედებაც არ დააყოვნა.

ერთ დღესაც იგი არწივთან მივიდა და სთხოვა ფრენა ესწავლებინა მისთვის.
არწივმა იუარა, ვერ შეძლებო უთხრა, მაგრამ საკუთარ თავში ძლიერ დარწმუნებული კუ არ ეშვებოდა მას.
ბოლოს არწივს ყელში ამოუვიდა, ბრჭყალები ჩაავლო კუს და ცაში აიტაცა. როდესაც დიდ სიმაღლეზე აფრინდა, ბრჭყალები გაუშვა მას, ძირს გადმოაგდო და თან მიაძახა:
–აჰა, მისწავლებია შენთვის ფრენა, რაკი ასე გულით გსურდაო.
თვალაუწვდენელი სიმაღლიდან ჩამოგდებული ჩვენი საცოდავი კუ ქვაზე დაენარცხა და დაიმსხვრა . . .
მორალი:
ყველა საქმესა და პროფესიას თავისი განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება.ამიტომაც ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, სჯობს კარგად გადახედოთ თქვენს შესაძლებლობებს . . .

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

კუს ძალიან მობეზრდა მიწაზე ხოხვა და გადაწყვიტა ფრენა ესწავლა. გადაწყვიტა და მოქმედებაც არ დააყოვნა. ერთ დღესაც იგი არწივთან მივიდა და სთხოვა ფრენა ესწავლებინა მისთვის. არწივმა იუარა, ვერ შეძლებო უთხრა, მაგრამ საკუთარ თავში ძლიერ დარწმუნებული კუ არ ეშვებოდა მას. ბოლოს არწივს ყელში ამოუვიდა, ბრჭყალები ჩაავლო კუს და ცაში აიტაცა. როდესაც დიდ სიმაღლეზე აფრინდა, ბრჭყალები გაუშვა მას, […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი