კონფუცი

კონფუცის შეგონება ცუდი მთავრობის შესახებ

ერთხელ კონფუცი მოწაფეებთან ერთად გზას მიუყვებოდა, როცა საფლავთან ქალი შენიშნა, რომელიც მწარედ ტიროდა. მან ქალს მწუხარების მიზეზი ჰკითხა.

– დიდი უბედურება შემემთხვა, – უპასუხა ქალმა,- ამ ადგილას ვეფხვმა მამამთილი დამიგლიჯა, შემდეგ ქმარი , ახლა კი შვილიც დამეღუპაო.

– კი მაგრამ, რატომ არ გადასახლდით ამ ადგილიდანო? – გაიკვირვა ბრძენკაცმა.

– აქაური მთავრობა, მკაცრი არაა და სამართლიანია ჩვენს მიმართო – უპასუხა ქალმა.

– ხომ ხედავთ, – მიუბრუნდა კონფუცი მოწაფეებს.

– დაიმახსოვრეთ: ცუდი მთავრობა კაციჭამია ვეფხვზე უარესიაო!

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ერთხელ კონფუცი მოწაფეებთან ერთად გზას მიუყვებოდა, როცა საფლავთან ქალი შენიშნა, რომელიც მწარედ ტიროდა. მან ქალს მწუხარების მიზეზი ჰკითხა. – დიდი უბედურება შემემთხვა, – უპასუხა ქალმა,- ამ ადგილას ვეფხვმა მამამთილი დამიგლიჯა, შემდეგ ქმარი , ახლა კი შვილიც დამეღუპაო. – კი მაგრამ, რატომ არ გადასახლდით ამ ადგილიდანო? – გაიკვირვა ბრძენკაცმა. – აქაური მთავრობა, მკაცრი არაა და სამართლიანია […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი