დანიელ დენეტი

„კეთილი კრიტიკა“ ანუ ოთხი ნაბიჯი ჯანსაღი დისკუსიისკენ

რამდენად კორექტული ხართ, როცა თქვენს ოპონენტს აკრიტიკებთ?

ფილოსოფოსი დანიელ დენეტი გვთავაზობს, საკუთარი მოსაზრების ოპოტენტამდე მიტანის, ოთხ გონივრულ გზას:

1. უნდა ეცადოთ თქვენი ოპონენტის პოზიცია იმდენად ნათლად, გასაგებად და ზუსტად გადმოსცეთ, რომ თქვენმა ოპონენტმა თქვას: „მადლობელი ვარ, ვისურვებდი მეც ასე შემეძლოს ამის გადმოცემა.“

2. აუცილებლად უნდა აღმოაჩინოთ და ხაზი გაუსვათ საკითხებს, რომლებშიც თქვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა;

3. აუცილებლად უნდა აღნიშნოთ რამე, რაც ისწავლეთ თქვენი ოპონენტის მოსაზრებიდან;

4. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ თქვენი ოპონენტის მოსაზრების საწინააღმდეგო არგუმენტები ჩამოაყალიბოთ;

ფილოსოფოსი აქვე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ფსიქოლოგიური სტრატეგია გვეხმარება ვაქციოთ ჩვენი ოპონენტი „მეგობრად“, რომელიც გულისყურით მოუსმენს ჩვენს კრიტიკასა და განსხვავებულ აზრს, რაც თავისთავად ჯანსაღი დისკუსიის საფუძველია.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

რამდენად კორექტული ხართ, როცა თქვენს ოპონენტს აკრიტიკებთ? ფილოსოფოსი დანიელ დენეტი გვთავაზობს, საკუთარი მოსაზრების ოპოტენტამდე მიტანის, ოთხ გონივრულ გზას: 1. უნდა ეცადოთ თქვენი ოპონენტის პოზიცია იმდენად ნათლად, გასაგებად და ზუსტად გადმოსცეთ, რომ თქვენმა ოპონენტმა თქვას: „მადლობელი ვარ, ვისურვებდი მეც ასე შემეძლოს ამის გადმოცემა.“ 2. აუცილებლად უნდა აღმოაჩინოთ და ხაზი გაუსვათ საკითხებს, რომლებშიც თქვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა; […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი