კარგი თხა და ცუდი მგელი (იგავ-არაკი უფროსებისთვის)

იყო ერთი თხა, მაგრამ რაღა იყო? გამოწველეს, გაატყავეს და შეჭამეს ადამიანებმა.

იყო ერთი მგელი, მაგრამ რისი მგელი იყო?! დაიჭირა თხა და გამოუწველგაუტყავებლად შეჭამა.

კაცისთვის თხა კარგი იყო, რადგან თავად ჭამდა, მგელი კი – ცუდი. რადგან საკვებს შეეზიარა.

მგელისთვის თხა კარგი იყო, რადგან შეჭამა და გაძღა. კაცი კი – ცუდი, რადგან ამისთვის ტყავს გააძრობდა.

თხას კი ამდენი არ ესმოდა და მხოლოდ გასუქებაზე ფიქრობდა.

მორალი:

სანამ გასუქებას დააპირებ, გაიგე ვისთვის სუქდები!

ჭკუის სასწავლებელი:

თუ კარგი ხარ, ე.ი. ვიღაცისთვის თხა ხარ, თუ ცუდი – მგელი.

ჭკუის სასწავლებელის განმარტება:

კარგი და ცუდი არ არსებობს, ყველაფერს თავისი ღირებულება აქვს. თუმცა კაცმა კარგი უწოდა იმას, რაც გარკვეულ მოთხოვნილებას უკმაყოფილებს და ცუდი კი ყველაფერ დანარჩენს, რაც მისთვის უარყოფით მოვლენასთან ასოცირდება.

ავტორი: ბედისმწერალი

25.07.2016

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

იყო ერთი თხა, მაგრამ რაღა იყო? გამოწველეს, გაატყავეს და შეჭამეს ადამიანებმა. იყო ერთი მგელი, მაგრამ რისი მგელი იყო?! დაიჭირა თხა და გამოუწველგაუტყავებლად შეჭამა. კაცისთვის თხა კარგი იყო, რადგან თავად ჭამდა, მგელი კი – ცუდი. რადგან საკვებს შეეზიარა. მგელისთვის თხა კარგი იყო, რადგან შეჭამა და გაძღა. კაცი კი – ცუდი, რადგან ამისთვის ტყავს გააძრობდა. თხას კი […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი