იყავით პირველები და მოიმხრეთ სხვები (ცვლილებების ფილოსოფია)

0

ლიდერისათვის რთული არაა გადაწყვიტოს, რომ უკვე ცვლილებების დროა, თუმცა დაარწმუნოს სხვები ცვლილებების აუცილებლობაში, არც თუ ისე მარტივია. 
რატომ ხდება ეს? 
არც ამის პასუხია რთული: ცვლილება ემოციური პროცესია. ადამიანები გაკვეული წესებით მოქმედებენ და ეს წესები დროთა განმავლობაში ჩვეულებებად უყალიბდებათ. და როდესაც ჩვეულება ირღვევა და რაღაც ახალი შემოდის ცხოვრებაში და ახალი რეალობა იქმნება ადამიანს უჭირს ამ აზრთან შეგუება. 
ცვლილებების აუცილებლობა როგორც პიროვნულ დონეზე, ასევე ორგანიზაციებშიც უპირველესად ლიდერებიდან მოდის. 
და ლიდერობა თქვენი პიროვნული თვისებაა, პოზიციისა და თანამდებობის მიუხედავად…
როგორც გავხდეთ ლიდერი,რომელიც წარმატებით განახორციელებს ცვლილებებს ?
  • მოუყევით სხვებს საკუთარი იდეების შესახებ
  • იდეები თითოეულს მათთვის გასაგები ენით მიაწოდეთ
  • გულწრფელად ისაუბრეთ შესაძლო პერსპექტივების შესახებ
  • პირველი შესაძლო უარყოფითი რეაქცია, მოტივაციას ნუ დაგაკარგვინებთ
  • ნათლად დაანახეთ სხვებს, რომ შეგიძლიათ ცვლილებების მართვა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply