ჩვენი ცხოვრების ბატონ პატრონები ჩვენ ვართ, თუმცა ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები არასოდეს გვაფიქრებს. თითქოს ვხვდებით, რომ შეცდომა დავუშვით, მაგრამ მისი გააზრება არც კი გამოგვდის. ჩვენ თვითონ ვკლავთ საკუთარ თავს ჩვენივე უვარგისობით და არა საკმარისი ცოდნით. ქაოსში ყოფნა არ ნიშნავს იყო უბრალოდ გაუგებრობაში. შენ დაკარგული ხარ სივრცეში, განზომილებაში რომლისგანაც გამოსვლა საკუთარი თავის შეცვლის ფასია. რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება შენს ირგვლივ როდესაც მოუწესრიგებელი ხარ გონებრივად, სულიერად და ფიზიკურად. რა აზრი აქვს სამყაროს გადარჩენას თუ უვარგისი ხარ სამყაროსთვის, თუ საკუთარი თავის გადარჩენა გინდა სამყაროს ნუ შეეხები, რადგან ის ისეთი დარჩება როგორიც შეიქმნა, როგორიც ჩვენ გავხადეთ ჩვენის უვარგისი ადამიანობით. ტალახი, სიბინძურე, ის რისი ატანაც არ შეგვიძლია. რეალურად ეს ყოველივე ჩვენშია, ჩვენ ვართ ეს და ჩვენვე გვეზიზღება საკუთარი თავი. ვერ აგვიტანია ის რასაც ჩავდივართ. როგორი რთულია ჩაწვდე ადამიანის შინაგანი სამყაროს, წაიკითხო მისი აზრები და გრძნობები გაიგო. გგონია, რომ იცნობ ადამიანს, თუმცა ხშირად ეს საკმარისი არაა.

კომენტარები