ის რაც ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს

0

პედაგოგებო, ამ სტატიაში არ წერია არაფერი, რაც თქვენ არ იცით, ან არ აკეთებთ ყოველდღიურად. არც ყველაფერია, რაც უნდა იცოდეთ. სტატიის მიზანია თავი მოუყაროს და სისტემატიზაცია გაუკეთოს ძირითად და ჩვენ რეალობაში აქტუალურ საკითხებს, რისი ცოდნა და მუდმივად გათვალისწინება დაგეხმარებათ უფრო ეფექტური გახადოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა.

პირველ რიგში, რაც ყველა მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს ეს არის ზოგადი განათლების მიზნები. რა მიზანს ემსახურება სასკოლო განათლება? ( აქ არ იგულისხმება ზოგადი განათლების კანონში, ან სასწავლო გეგმაში ჩამოწერილი დებულებების ზეპირად ცოდნა.) ეს გულისხმობს ღრმა გააზრებას იმისა, თუ რისთვის არის სკოლები, რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ, რა შედეგი გვინდა რომ გვქონდეს. როცა ვიცით, რას ვემსახურებით, რა შედეგის მიღება გვინდა საბოლოოდ, უფრო ადეკვატურ ნაბიჯებს ვდგამთ, ვაცნობიერებთ ჩვენს როლს ამ მიზნის მიღწევის პროცეში. მაგალითად, როცა პედაგოგმა იცის, რომ განათლების ერთ-ერთი მიზანი ეკონომიკაა, და ასევე იცის რომ დღევანდელი ეკონომიკის მამოძრავებელი არის ინოვაცია, ის ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

მეორე- რასაც ყველა პედაგოგი უნდა აცნობიერებდეს არის, რომ შეცდომა ყველაზე კარგი მასწავლებელია. ადამიანები უფრო მეტს სწავლობენ შეცდომებზე ვიდრე წარმატებებზე, ამიტომ არ დატუქსოთ მოსწავლეები თუ ისინი შეცდომას დაუშვებენ. M I T – ს ადმინისტრატორი ( ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლისა აშშ-ი) ამბობს: „ჩვენი დევიზია რომ შეგვეშალოს ხშირად, ვფიქრობთ, რომ f ახალი A -აა“. „თუ გეშინია შეცდომის ვერასდროს მოიფიქრებ რაიმე ორიგინალურს“-  ამბობს კენ რობინსონი.

მესამე – ყველა მოსწავლეს განსხვავებული ტალანტი აქვს. თუ მოსწავლე რაიმე საგანს მაგალითად, მათემატიკას კარგად არ სწავლობს, არ ნიშნავს, რომ ეს მოსწავლე ზარმაცია, ან უნიჭოა და რომ ვერ მიაღწევს ვერაფერს ცხოვრებაში. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ყველას სხვადასხვა ტალანტი აქვს. ამ მოსწავლემ შეიძლება სპორტში მიაღწიოს წარმატებას, ან გახდეს კარგი მოცეკვავე. აქვე მოვიყვან კენ რობინსონის მიერ მოთხრობილ მეხანძრის ისტორიას. ერთ -ერთი მეხანძრე იხსენებს, რომ მას ბავშვობიდან უნდოდა მეხანძრეობა, ამის გამო პედაგოგი დასცინოდა და შტერს ეძახდა. რამდენიმე კვირს წინ, როგორც მეხანძრე იხსენებს, მან ამ პედაგოგის და მისი მეუღლის სიცოცხლე გადაარჩინა.

მეოთხე- თამაში სწავლაა. პედაგოგებმა, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების, აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ მოწავლეებისთვის თამაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სწავლა. თამაშის დროს მოსწავლეები ვარჯიშობენ და ივითარებენ უნარებს, რაც შემდომ ცხოვრებაში მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ქართველი (დ. უზნაძე) და უცხოელი მკვლევარები (კარლ გროსი) ერთხმად თანხმდებიან, ამიტომ საჭიროა მისცენ ბავშვებს შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენონ საკუთარი შესვენება.

მეხუთე –დაზეპირება არ ნიშნავს სწავლას. დღეს დაზეპირებას აღარ აქვს ღირებულება. ადრე როდესაც ცოდნის შეძენა იყო გარკვეული მასების პრივილეგია, როცა ცოტა ხალხს ჰქონდა წიგნებზე წვდომა რაიმეს დაზეპირებას ჰქონდა ღირებულება. ჭკვიანად ითვლებოდა ის ის ვინც იცოდა ბევრი. დღეს ინფორმაცია და ცოდნა ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღება რამდენიმე წუთში შეიძლება ინტერნეტთან მიერთებული მოწყობილობით. დღეს მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის სულ სხვა უნარებზე. როგორიც არის მაგალითად კრიტიკული აზროვნების უნარი, ადაპტაციის უნარი, ეფექტური წერის და პრეზენტაციის უნარი, საჭირო ინფორმაციის მოპოვების და ანალიზის უნარი ცნობისმოყვარეობა და წარმოდგენის უნარი. აქედან გამომდინარე ის დრო და ენერგია, რაც დაზეპირებაზე უნდა დახარჯოთ უმჯობესია გამოყენებული იყოს საჭირო უნარების განვითარებაზე.

მეექვსე- ბავშვები არ სწავლობენ მათგან, ვინც არ მოსწონთ. პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ჩამოაყალიბოს კარგი პიროვნული ურთიერთობები, იცნობდეს კარგად არა მარტო საგანს, რომელსაც ასწავლის, არამედ თიოთოეულ მოსწავლეს. „არ არსებობს მაღალი დონის სწავლება, ასეთივე ურთიერთობების გარეშე.“ ამბობს რიტა პიერსონი.

მეშვიდე – ცუდი შეკითხვა არ არსებობს. პედაგოგებს მუდმივად უნდა ახსოვდეთ ის, რომ მოსწავლეს ყველა შეკითხვას გულისყურით უნდა მოეკიდნონ და უპასუხონ, უფრო მეტიც, ასწავლონ მათ შეკითხვების დასმა ყველაფერზე, განუვითარონ მათ კითხვის დასმის კულტურა „ასწავლეთ თქვენს მოსწავლეებს არამარტო კითხვა, არამედ შეკითხვის დასმა, იმაზე რასაც წაიკითხავენ. ასწავლეთ შეკითხვების დასმა ყველაფერზე.” – გვეუბნება ჯორჯ ქარლინი.

მერვე- აუცილებლად იყავით სამართლიანი. ყველა პედაგოგმა უნდა იცოდეს, რომ მოსწავლეებთან ურთიერთობაში უნდა იყვნენ აუცილებლად სამართლიანები. არ განასხვაონ მოსწავლეები ერთმანეთისგან, რადგან სკოლას აკისრია არა მარტო ცოდნის გადაცემის, არამედ აღზრდის ფუნქციაც. „სწორი აღზრდისთვის მნიშვნელოვანია ბავშვი გრძნობდეს, რომ თქვენ სამართლიანი ხართ.“  – გვირჩევდა დედა ტერეზა.

მეცხრე- ის რომ ტექნოლოგიას კი არ უნდა შეეწინააღმდეგონ, უნდა გამოიყენონ საგაკვეთილო პროცესში.

მეათე –მოსწავლეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიაყენონ შეურაცხყოფა სიტყვიერი ან ფიზიკური. „ბავშვს არასოდეს მიაყენოთ შეურაცხყოფა თქვენ მას მეხსიერებში დაუტოვებთ სიძულვილს.“ დედა ტერეზა.

მეთერთმეტე –დართეთ ნება მოსწავლეებს, რომ ასწავლონ ერთმანეთს. მოსწავლებს უყვართ საკუთარი თავის გამოხატვა, ყველაზე კარგად სწავლობენ კეთების დროს, ამიტომ საგაკვეთილო პროცესის დროს, რაც შეიძლება დიდი დრო მიეცით მათ თავიანთი მოსაზრებების გამოთქმისთვის. „ბავშვები არიან ბუნებრივი მასწავლებლები, ამიტომ კარგი პედაგოგის როლია გაუღვიძოს მათ ცნობისმოყვარეობა და შემდეგ გვერდზე გადგეს.“ – კენ რობინსონი.

მეთორმეტე- იყავით მაგალითის მიმცემი. „აღზარდეთ ბავშვები ისე, რომ მისცეთ უნაკლო მაგალითი, მათ არ უყვართ დარიგებები, ნოტაციები. მათ სურთ დაინახონ თქვენი საქციელი და არა უბრალოდ მოისმინონ სიტყვები.“ – დედა ტერეზა.

მეცამეტე- რაც უნდა გაითვალისწინონ არის ის, რომ უნდა იყვნენ ყოველთვის მოწესრიგებულნი და შესაბამისად ჩაცმულნი, რადგან მოსწავლეები დიდ ყურადღებას აქცევენ ყველა დეტალს.

მეთოთხმეტე- პედაგოგებს არ უნდა ეშინოდეთ სიახლეების: ახალი უნარის, ცოდნის შეძენის, ინფორმაციის ან პრაქტიკის გაზიარების. მუდმივად უნდა იკვლევდნენ, იძიებდნენ ახალ რესურსებს და იყვნენ ადაპტურები, რადგან როგორც ალბერტ აინშტაინი ამბობდა „როცა სწავლას შეწყვეტ, მაშინ დაიწყება სიკვდილიც.“

მუხრან გულიაშვილი, ცენტრის ხელმძღვანელი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

არასამთავრობო ორგანიზაცია სასკოლო კვლევების ცენტრი დაფუძნდა 2012 წლის 1 ნოემბერს. ორგანიზაციის მიზანია საფუძვლიანად შეისწავლოს ზოგადი განათლების სფეროში არსებული პრობლემები და დასახოს მათი გადაწყვეტის გონივრული გზები.

Leave A Reply