“ის, რაც ყველაზე ძნელი და აუცილებელია” – ანტუან დე სენტ–ეგზიუპერი

“პატარა უფლისწულმა დაამთქნარა. დასანანი იყო, რომ აქ მზის ჩასვლას მაშინ ვერ
ნახავდი, როცა მოისურვებდი. და, გარდა ამისა, აქ ცოტათი მოსწყინდა კიდეც.
– მე აქ საქმე აღარა მაქვს, – უთხრა მან მეფეს. – ისევე უნდა გავუდგე გზას.- ნუ წახვალ, – მიუგო მეფემ. იგი ხომ ამაყობდა, რომ ერთი ქვეშევრდომის მბრძანებელი
გახდა. – დარჩი და მინისტრად დაგნიშნავ – რის მინისტრად?
– მე შენ დაგნიშნავ… იუსტიციის მინისტრად!
მაგრამ აქ რომ არავინაა გასასამართლებელი?
– ვინ იცის, – მიუგო მეფემ. – მე ჯერ კიდევ არ შემომივლია ჩემი სამეფო. ძალიან
მოვხუცდი. ეტლისათვის ადგილი არა მაქვს, ფეხით სიარული კი მიჭირს.
პატარა უფლისწული წინ გადაიხარა და ისევ მოავლო პლანეტის მეორე მხარეს თვალი.
– მე უკვე დავათვალიერე მთელი პლანეტა! – წამოიძახა მან. – კაცის ჭაჭანება არსადაა…

– მაშინ საკუთარი თავი გაასამართლე, – უთხრა მეფემ. – ეს ყველაზე ძნელი საქმეა. საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია, ვიდრე სხვებისა. თუ შეძლებ, სწორი
მსჯავრი დასდო შენს თავს, ნამდვილი ბრძენი იქნები.”

ანტუან დე სენტ–ეგზიუპერი “პატარა უფლისწული”

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

“პატარა უფლისწულმა დაამთქნარა. დასანანი იყო, რომ აქ მზის ჩასვლას მაშინ ვერნახავდი, როცა მოისურვებდი. და, გარდა ამისა, აქ ცოტათი მოსწყინდა კიდეც.– მე აქ საქმე აღარა მაქვს, – უთხრა მან მეფეს. – ისევე უნდა გავუდგე გზას.- ნუ წახვალ, – მიუგო მეფემ. იგი ხომ ამაყობდა, რომ ერთი ქვეშევრდომის მბრძანებელიგახდა. – დარჩი და მინისტრად დაგნიშნავ – რის მინისტრად?– მე […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი