life

იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე….

“ჩემს ახლობელს, 19 წლის ვაჟი მოუკლეს. ცოტა ხნით გავიდა სახლიდან. მაგიდაზე გადაშლილი ლოცვების წიგნი დარჩა, ჩემი თვალით ვნახე.

-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე….

ქუჩაში მოხუცმა გამაჩერა.

მშია შვილო… მე ბოლო ორი ლარი მივეცი.

-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე….

ქსნის კოლონიის ალაყაფთან, შაოსან ქალს, მძიმე ტვირთი მოაქვს, მისმა შვილმა, საკუთარი ძმა მოკლა.

-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე…

მარტოხელა პაციენტთან წავედი ვიზიტზე. გარდაცვლილი დამხვდა. ერთი კვირის მერე უპოვიათ მეზობლებს.

-იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე…

ონკოლოგიური კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში, ნაძვის ხესთან, წერილი დევს: “თოვლის პაპა, ისეთი წამალი მომიტანე, რომ მოვრჩე.”

-ეს, იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი, ყველასი ერთად!

………………

უბრალოდ მინდა შევძლო, დავრჩე ადამიანად…”

ავტორი: ნინო ქოქოსაძე

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

“ჩემს ახლობელს, 19 წლის ვაჟი მოუკლეს. ცოტა ხნით გავიდა სახლიდან. მაგიდაზე გადაშლილი ლოცვების წიგნი დარჩა, ჩემი თვალით ვნახე. -იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე…. ქუჩაში მოხუცმა გამაჩერა. მშია შვილო… მე ბოლო ორი ლარი მივეცი. -იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე მე…. ქსნის კოლონიის ალაყაფთან, შაოსან ქალს, მძიმე ტვირთი მოაქვს, მისმა შვილმა, საკუთარი ძმა მოკლა. -იმაზე მეტიც არსებობს, ვიდრე […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი