იგავი ორ ტიბეტელი ბერზე

გზაზე ორი ტიბეტელი ბერი მიდიოდა. მიადგნენ ადიდებულ მდინარეს. ბერებმა დაინახეს, რომ მდინარის პირას ქალი იჯდა და მდინარის მეორე მხარეს ვერ გადადიოდა.

მაშინ ერთმა ბერმა ქალი ზურგზე შეისვა, მდინარის მეორე მხარეს გადაიყვანა და იქვე ჩამოსვა. ამის შემდეგ ბერებმა გზა გააგრძელეს. გაიარეს საკმაოდ დიდი მანძილი და მეორე ბერი ეუბნება პირველს: – მომისმინე, შენ რომელიც ქალის სიახლოვეს არ ლოცულობ, საჭმელს არ ჭამ, დასასვენებლად არ ჯდები. როგორ მიეცი თავს უფლება და ეს ქალი ზურგზე შეისვი.

პირველ ბერს გაეღიმა: – მე ის ქალი მდინარის მეორე ნაპირზევე ჩამოვსვი. შენ კი შენს ფიქრებში ის აქამდე ატარე და ღმერთმა უწყის კიდევ სადამდე ატარებ.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

გზაზე ორი ტიბეტელი ბერი მიდიოდა. მიადგნენ ადიდებულ მდინარეს. ბერებმა დაინახეს, რომ მდინარის პირას ქალი იჯდა და მდინარის მეორე მხარეს ვერ გადადიოდა. მაშინ ერთმა ბერმა ქალი ზურგზე შეისვა, მდინარის მეორე მხარეს გადაიყვანა და იქვე ჩამოსვა. ამის შემდეგ ბერებმა გზა გააგრძელეს. გაიარეს საკმაოდ დიდი მანძილი და მეორე ბერი ეუბნება პირველს: – მომისმინე, შენ რომელიც ქალის სიახლოვეს არ […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი