იგავი ამაყ კედარზე

ერთ ბაღში კედარი იზრდებოდა. ყოველწლიურად უფრო მაღალი და ლამაზი ხდებოდა. მისი მეფური გვირგვინი დანარჩენ ხეებს ჩრდილავდა, რამაც კედარი გადაჭარბებულად ქედმაღალი გახადა.

ერთხელ, თავისი სიმაღლიდან გადასძახა:

მოაშორეთ ეს უმწეო თხილნარი! – და ხე ძირში მოიჭრა.

გამათავისუფლეთ ამ აუტანელი ლეღვის მეზობლობისგან! მისი სულელური გარეგნობა მაწუხებს, – ბრძანა კედარმა და ლეღვსაც იგივე ბედი ეწია.

თვითკმაყოფილი, ამაყი და ამპარტავანი კედარი არ ცხრებოდა:

გაასუფთავეთ ჩემ გარშემო ადგილი ბებერი მსხლებისა და ვაშლებისგან! – და ხეები შეშად იქცნენ.

მოუსვენარმა კედარმა, ერთმანეთის მიყოლებით, ყველა ხე მოიშორა და ბაღის ერთპიროვნული პატრონი გახდა. ძველი მშვენიერებისგან კუნძებიღა შემორჩა.

ერთხელ, ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა. თავმომწონე კედარი მთელი ძალით ცდილობდა გამკლავებას და ძლიერი ფესვებით ეჭიდებოდა მიწას. ქარი, რომელსაც გზაზე სხვა ხეები არ შეხვდა, თავისუფლად მივარდა მარტო მდგარ ლამაზმანს, უმოწყალოდ გაანადგურა და წელში გადაღუნა. ნატანჯმა კედარმა ვეღარ გაუძლო ძლიერ დარტყმებს და მიწაზე დაეცა.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ერთ ბაღში კედარი იზრდებოდა. ყოველწლიურად უფრო მაღალი და ლამაზი ხდებოდა. მისი მეფური გვირგვინი დანარჩენ ხეებს ჩრდილავდა, რამაც კედარი გადაჭარბებულად ქედმაღალი გახადა. ერთხელ, თავისი სიმაღლიდან გადასძახა: მოაშორეთ ეს უმწეო თხილნარი! – და ხე ძირში მოიჭრა. გამათავისუფლეთ ამ აუტანელი ლეღვის მეზობლობისგან! მისი სულელური გარეგნობა მაწუხებს, – ბრძანა კედარმა და ლეღვსაც იგივე ბედი ეწია. თვითკმაყოფილი, ამაყი და ამპარტავანი […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ