ვირი

იგავები: ჭაში ჩავარდნილი ვირი

ერთხელ ერთი ფერმერის ვირი ჭაში ჩავარდა და შეშინებულმა ღრიალი მორთო. ფერმერმა ბევრი იფიქრა როგორ ეშველა მისთვის, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერიც ვერ მოიფიქრა და ასეთი რამ გადაწყვიტა: რაკი ვირი უკვე საკმაოდ ხნიერი იყო, ძველი ჭის ამოვსება კი კარგახანია სურდა, სულაც აღარ იყო საჭირო ვირის გადარჩენაზე ეზრუნა. “ჭას მიწით ამოვავსებ და მოხუც ვირსაც დავმარხავ” – გაიფიქრა ფერმერმა და მეზობლებს სთხოვა ჭის ამოვსებაში დახმარებოდნენ.
მალე ჭის ამოვსებაც დაიწყეს. როდესაც ტანზე პირველი მიწის ნაგლეჯი დაეცა, ვირმა გაანალიზა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა მის თავს და ღრიალს უმატა, თუმცა ათიოდე წუთში ყველასდა გასაკვირად გაჩუმდა.
ცოტა ხნის შემდეგ, დაინტერესებულმა ფერმერმა ჭაში ჩაიხედა და გაოცდა. აღმოჩნდა, რომ ვირი მის ტანზე დაყრილ მიწას ძირს იფერთხავდა, შემდეგ ფეხებით ზედ დგებოდა და თანდათანობით მაღლა და მაღლა მიიწევდა. მართლაცდა, მალე ვირი ზემოთ აღმოჩნდა და  ჭიდან ამოხტა.
ცხოვრებაში უამრავი უსიამოვნო პრობლემა და დაბრკოლება შეგხვდებათ – ნუ დაკარგავთ იმედს. და თუ ოდესმე “მიწის ნაგლეჯი თქვენს ტანზეც დაეცა” გახსოვდეთ, რომ თქვენც შეგიძლიათ, სწორედ ამ მიწის ნაგლეჯის დახმარებით ერთი ნაბიჯით მაღლა ახვიდეთ და გაიმარჯვოთ.
თარგმანი: 4motivi.com

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ერთხელ ერთი ფერმერის ვირი ჭაში ჩავარდა და შეშინებულმა ღრიალი მორთო. ფერმერმა ბევრი იფიქრა როგორ ეშველა მისთვის, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერიც ვერ მოიფიქრა და ასეთი რამ გადაწყვიტა: რაკი ვირი უკვე საკმაოდ ხნიერი იყო, ძველი ჭის ამოვსება კი კარგახანია სურდა, სულაც აღარ იყო საჭირო ვირის გადარჩენაზე ეზრუნა. “ჭას მიწით ამოვავსებ და მოხუც ვირსაც დავმარხავ” – გაიფიქრა ფერმერმა და […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი