ძუნწი და ოქრო

იგავები: ძუნწი და ოქრო

ერთმა ძუნწმა მთელი ქონება ოქროზე გადაცვალა. მერე ეს ოქრო წაიღო და ერთ მიყრუებულ ალაგას დამარხა და მთელი სული და გული თან ჩააყოლა – მუდამდღე დადიოდა ოქროს სანახავად. ერთმა გლეხმა რომ შეამჩნია, იფიქრა – მოდი ვნახავ, ეს კაცი სად დაიარებაო.

მივიდა, ოქრო ნახა, ამოთხარა და წამოიღო. მალე პატრონმაც მოაკითხა ოქროს, მაგრამ აბა რაღა დახვდებოდა? წაიშინა ხელები თავში და აღრიალდა. ერთმა გამვლელმა კაცი რომ ამ დღეში ნახა და მისი მწუხარების მიზეზი შეიტყო, უთხრა:

– მეგობარო, რასა დარდობ, ეს ოქრო გინდ გქონოდა და გინდ არა. დამარხული ქვა იქნება თუ ოქრო, განა სულ ერთი არ არისო?

ავტორი: ეზოპე

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ერთმა ძუნწმა მთელი ქონება ოქროზე გადაცვალა. მერე ეს ოქრო წაიღო და ერთ მიყრუებულ ალაგას დამარხა და მთელი სული და გული თან ჩააყოლა – მუდამდღე დადიოდა ოქროს სანახავად. ერთმა გლეხმა რომ შეამჩნია, იფიქრა – მოდი ვნახავ, ეს კაცი სად დაიარებაო. მივიდა, ოქრო ნახა, ამოთხარა და წამოიღო. მალე პატრონმაც მოაკითხა ოქროს, მაგრამ აბა რაღა დახვდებოდა? წაიშინა ხელები […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი