ად

იგავები: მელა და ყვავი

ერთხელ მელამ დაინახა, რომ ყვავი ხეზე შემომჯდარიყო და ნისკარტით ყველის მოზრდილი ნაჭერი ეჭირა.
“სჯობს ახლავე დაემშვიდობო, მაგ ყველის ნაჭერსო” – ჩუმად ჩაიცინა მელამ და ხეს მიუახლოვდა.
“დილა, მშვიდობისა ბატონო ყვავოო”- მხიარულად შესძახა მელამ ყვავს და საუბარი განაგრძო:
“დღითიდღე უფრო მშვენიერდებით, როგორი ფაფუკი ბუმბული გაქვთ და რა ნათელი თვალები. რატომ არ მღერით? დარწმუნებული ვარ სხვა ფრინველებს შეშურდებათ თქვენი სიმღერის. გთხოვთ მომასმენინოთ, როგორ მღერის ფრინველთა დედოფალიო..”
ყვავს სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა, თავი მაღლა აწია და სიმღერა დაიწყო,  თუმცა როგორც კი პირი გააღო, ყველის ნაჭერი მიწაზე ჩამოუვარდა და მელამ დაიჭირა.
“ზუსტად ეს მინდოდაო” – გაიცინა მელამ. “თუმცა სიკეთეს გამოვიჩენ და დასასრულს ყველის სანაცვლოდ ერთ რჩევას მოგცემ: მლიქვნელებს არასდროს ენდოო..”
ავტორი: ეზოპე; თარგმანი: 4motivi.com

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

ერთხელ მელამ დაინახა, რომ ყვავი ხეზე შემომჯდარიყო და ნისკარტით ყველის მოზრდილი ნაჭერი ეჭირა. “სჯობს ახლავე დაემშვიდობო, მაგ ყველის ნაჭერსო” – ჩუმად ჩაიცინა მელამ და ხეს მიუახლოვდა. “დილა, მშვიდობისა ბატონო ყვავოო”- მხიარულად შესძახა მელამ ყვავს და საუბარი განაგრძო: “დღითიდღე უფრო მშვენიერდებით, როგორი ფაფუკი ბუმბული გაქვთ და რა ნათელი თვალები. რატომ არ მღერით? დარწმუნებული ვარ სხვა ფრინველებს […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი