ირემი

იგავები: ირემი და ლომი

ერთი მწყურვალი ირემი ღელეს მიადგა და წყალში თავისი თავი დაინახა: დიდი და ლამაზი რქები მოეწონა, სუსტი და წვრილი ფეხები კი ეჭაშნიკა. ამ დროს სად იყო და სად არა, ლომი გამოჩნდა და ირემს გამოუდგა. ირემი გაქანდა და ლომი შორს მოიტოვა. სანამ ველზე მიჰქროდა, თავს უშიშრად გრძნობდა, მაგრამ როგორც კი ტყეს მიაღწია, რქებით ტოტებში გაიხლართა და ლომი დააცხრა თავს. საბრალო ირემმა სიკვდილის წინ წამოიძახა:

– დახეთ ჩემს უბედურებას! რასაც არაფრად ვაგდებდი, იმან მიხსნა და რისი იმედიც მქონდა, იმან კი დამღუპაო.

ასეც ხდება ხოლმე: ზოგჯერ უნდო მეგობარი მოკეთეა, სანდო რომ გგონია – მოღალატე.

ავტორი: ეზოპე

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ერთი მწყურვალი ირემი ღელეს მიადგა და წყალში თავისი თავი დაინახა: დიდი და ლამაზი რქები მოეწონა, სუსტი და წვრილი ფეხები კი ეჭაშნიკა. ამ დროს სად იყო და სად არა, ლომი გამოჩნდა და ირემს გამოუდგა. ირემი გაქანდა და ლომი შორს მოიტოვა. სანამ ველზე მიჰქროდა, თავს უშიშრად გრძნობდა, მაგრამ როგორც კი ტყეს მიაღწია, რქებით ტოტებში გაიხლართა და ლომი […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი