მელა და ლომი

იგავები: ვირის ბედი

ერთხელ ლომი, ვირი და მელა სანადიროდ წავიდნენ. კარგად რომ ინადირეს, ლომმა ვირს ნანადირევის გაყოფა უბრძანა. ვირმა ნანადირევი სამ თანაბარ ნაწილად გაყო. ლომი განრისხდა და ვირი დაგლიჯა და შემდეგ ნანადირევის განაწილება მელას სთხოვა. მელამ ნანადირევის უდიდესი ნაწილი ლომს გადაუდო, თვითონ კი უმცირესი დაიტოვა.

ლომს ესიამოვნა მელას საქციელი და ჰკითხა მას:

– ნადირთა შორის უკეთილშობესო, ვინ გასწავლა ეგრე გაყოფაო?

– ვირის ბედმაო, ჩემო ხელმწიფევო – მიუგო მელამ ლომს.

ჭკვიანი კაცისთვის სხვისი გამოცდილებაც კარგი მასწავლებელიაო.

იგავის ავტორია: ეზოპე

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ერთხელ ლომი, ვირი და მელა სანადიროდ წავიდნენ. კარგად რომ ინადირეს, ლომმა ვირს ნანადირევის გაყოფა უბრძანა. ვირმა ნანადირევი სამ თანაბარ ნაწილად გაყო. ლომი განრისხდა და ვირი დაგლიჯა და შემდეგ ნანადირევის განაწილება მელას სთხოვა. მელამ ნანადირევის უდიდესი ნაწილი ლომს გადაუდო, თვითონ კი უმცირესი დაიტოვა. ლომს ესიამოვნა მელას საქციელი და ჰკითხა მას: – ნადირთა შორის უკეთილშობესო, ვინ გასწავლა […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი