იარაღი ტყვიით სიტყვა

იარაღის სახეობა: იარაღი, რომელიც მუდამ დამუხტულია (გატენილია) უსასრულო რაოდენობის ტყვიებით, ზოგი მათგანი ფუჭია, ზოგი ვარგისი და ზოგიც უვარგისი. ის ქარხნული წესით არ მზადდება. წიგნებში მოცემულია ბევრი რამ მისი დამზადების შესახებ. ყველა თავისებურად იგებს ამ მითითებებს და ამიტომ უამრავი ხელნაკეთი არსებობს. იარაღი სხვადასხვაა, ეს იარაღი ჩემი, შენი, მისი შეგნებაა.

სროლის მიმართულება: შეგიძლიათ ესროლოთ წინიდან, გვერდებიდან და ზურგიდანაც კი. წინიდან სროლისას უკუკავშირს უნდა ელოდო, ან შესაძლოა აღნიშნული სამიზნე უკვე გამოსულია მწყობრიდან, ან მზადებას ახორციელებს მწყობრში მოსასვლელად და შემდეგ გესვრის. გვერდებიდანაც იგივე ეფექტი აქვს, მხოლოდ მცირე შანსია სამიზნის დაზიანების. უკნიდან სროლას რაც შეეხებატყვია არ მოძრაობს სწორხაზოვნად, ვერ განსაზღვრავ მის ტრაექტორიას და შესაძლოა კიდევაც ბუმერანგივით უკან დაბრუნდეს, როდის და რა ფორმით ვერ განსაზღვრავ. ამიტომ, უკნიდან სროლა ძალზედ საფრთხილოა.

ტყვიის სიჩქარე და შედეგი: გასროლის სიჩქარე უსწრაფესია, სინათლის სიჩქარეზეც კი. სამიზნე მწყობრიდან გამოდის მასში ჩაჭედებული ტყვიით. დადგენილია, რომ ჩაჭიდება ისეთი ძლიერია, რომ ხშირად მეორე ტყვიასაც არ შეუძლია მისი გათავისუფლება და მით უმეტეს თუ იგივე იარაღიდანაა ნასროლი. ამ შემთხვევაში უფრო მეტად ძლიერდება ჩაჭიდება და ჩდება მუდმივი ნატყვიარი. მკურნალობენ ამ ნატყვიარებს ისევ ტყვიებით. თურმე ტყვიებიც შეიძლება იყოს სამკურნალო.

ჩემს შესახებ: მეც მისვრია. თავს ვერ დავდებ, რომ წინიდან, გვერდებიდან და უკნიდან არ მისვრია, მაგრამ მე სულ სხვა სროლას ვარ ჩვეული. გამაფრთხილებელი გასროლა. იმასაც ვითვალისწინებ, რომ ეს ვითომდა გამაფრთხილებელი ბრმა ტყვია არ გამოდგეს. ცხოვრება ისეთია, რომ გესვრიან, მაშინ შენც უნდა ესროლო, თუ არა და მწყობრიდან გამოსული და უვარგისი სამიზნე იქნები მუდამ, სადაც სროლას სწავლობენ და სპეცდებიან. ამ დროს ბევრი ტყვია გაგეჭედება და ვეღარც გაისვრი.

ალტერნატივა: მე უფრო ტყვიების გაცვლაგამოცვლა და ტყვიების არჩევა მიყვარს. რაა მასზე ბედნიერება, როცა მისი გესმის და შენიც ესმის მას. როცა მეგობრისთვის მისთვის მძიმე პერიოდში ცდილობ შეარჩიო და იმოქმედო ისე, რომ მდგომარეობა შეუმსუბუქო. არაა ადვილი სწორად გაცვალგამოცვალო და შეარჩიო. გაცვლის დროს ბავშვივით ჩხუბი არ უნდა მოგივიდეს და მკურნალობისას კი სწორად უმკურნალო.

იმედი: ნუ გადავაქცევთ სიტყვას სეტყვად, არამედ იყოს ის ჟუჟუნა წვიმა საამოდ მაპკურებელი.

ავტორი:   არჩილ  კვინიკაძე

კომენტარები