თქვენი ბედი

თქვენი ბედი თქვენს ხელშია

ერთხელ ერთ პატარა არმიას მასზე ათმაგად დიდი ჯარის წინაამღდეგ უნდა ებრძოლა. ბრძოლის დაწყებამდე მთავარსარდალი მოკლე სიტყვით გამოვიდა არმიის წინაშე და საუბრის დასასრულს მან ჯარისკაცებს ერთი მონეტა აჩვენა და უთხრა:
– ალბათ ბედისწერის ყველას გჯერათ. მოდით ამ მონეტას ჰაერში ავაგდებ. თუ რიცხვის მხარეს დაეცემა გავიმარჯვებთ, თუ არადა აუცილებლად წავაგებთ ბრძოლას.
ჯარისკაცთა თანხმობის შემდეგ მთარსარდალმა მონეტა ააგდო და იგი მართლაც რიცხვის მხარეს დაეცა. ამ დამთხვევამ ჯარისკაცები მხიარულ ხასიათზე მოიყვანა და მათი გულები გამარჯვების იმედითა და რწმენით აავსო.
საბოლოოდ მცირე რაოდენობის არმიამ ბრძოლა მოიგო და ჯარისკაცთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მთავარსარდალმა კი გამარჯვების აღსანიშნავი გამოსვლა ასე დაასრულა: ადამიანები თვითონვე განსაზღვრავენ საკუთარ ბედს… მხოლოდ თქვენს მხნეობას და მხოლოდ თქვენს რწმენას შეუძლია გადააქციოს გარდაუვალი დამარცხება გამარჯვებად!  ამ სიტყვების შემდეგ კი მთავარსარდალმა ჯარისკაცებს ისევ ის მონეტა აჩვენა. 
მონეტის ორივე მხარე ერთნაირი იყო.

კომენტარები