„თუ წარსული არ გქონდა, აწმყო არ გექნება, თუ აწმყო არ გექნა,მომავალი არ გექნება“

ჯანსულ ჩარკვიანი ქართული მწერლობის შესახებ

,,მწერლობა ის საძირკველია, რომელზეც ქართული სახელმწიფოებრიობა დგას.

ცხოვრებაში ბევრი ამოჩემებული სტრიქონი მაქვს. საოცარი სტრიქონია ჩემთვის “ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინი”. წარმოდგენა არ მაქვს, რამ ათქმევინა ვაჟა-ფშაველას ეს სიტყვები. ერთხელ ვაჟაობაზე ფშავში ვიყავით. გიორგი ლეონიძის გვერდით ვიდექი. ძალიან მიყვარდა ეს ადამიანი, იმასაც არ ვძულდი. მთებზე ნისლი იყო ჩამოწოლილი და ვეუბნები, ძია გოგლა, რამ ათქვევინა ვაჟას ნისლი ფიქრია მთებისა-მეთქი. ჩაფიქრდა და მერე გვერდზე მიხმო, გამოდი, მანდ არავინ გაგვიგოსო. განზე გავდექით, რა მოხდა-მეთქი, რომ ვკითხე, ასე მიპასუხა, ეგა ვერ იყო კარგადო და საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაიტრიალა. მიხვდით, ალბათ, რასაც გულისხმობდა, გოგლა გენიოსზე ლაპარაკობდა და სწორედ იმ ადამიანს შეეძლო ეს სიტყვები დაეწერა, ვინც მეცხრე ცაზე იყო, მწვერვალზე. პოეზიას თავისი საიდუმლოება აქვს. პოეზიის იდუმალება თავად მკითხველმა უნდა აღიაროს. საინტერესოა, საიდან მოვიდა, ანდა საიდან მობრძანდა იდუმალების მარგალიტი ვაჟა-ფშაველასთან. თუ დაიჯერე ვაჟას ფრაზა: “ნისლი ფიქრია მთებისა”, ე. ი. შენ ჩასწვდი იდუმალების ბრწყინვალებას და თუ ასე არ მოხდა, გამოდის, რომ პატივს არ სცემ სახეებით აზროვნებას…

გენიალური მწერლები გვყავდა: ნიკო ლორთქიფანიძე, სერგო კლდიაშვილი, დავით კლდიაშვილი, გრიგოლ რობაქიძე და მრავალი სხვა და როცა წიგნებზე ვიწყებთ საუბარს, ჩემთვის გამორჩეული რომანია კონსტანტინე გამსახურდიას “მთვარის მოტაცება”, მაგრამ მე უფრო მეტად რატომღაც პოეზიაზე ვფიქრობ. როგორც გითხარით, ამოჩემებული სტრიქონები მაქვს. აი, მაგალითად, ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა “ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!” და მომდევნო, ყველასთვის ნაცნობი სტრიქონების გახსენებას აღარ მოვყვები. ამის თქმის უფლება მხოლოდ ერის მამას ჰქონდა, სხვა ასე ვერ იტყოდა. არ გინდა, ამრიგად დახატო შენი ერის ყოფა?! ეს ლექსი საქართველოს ყველა დროს მოერგო, ეს არის პოეტური წინასწარმეტყველება. დღევანდელი დღე რომ “თავს მოახვიო” ხვალინდელს, სამ დროში უნდა ცხოვრობდე. თუ წარსული არ გქონდა, აწმყო არ გექნება, თუ აწმყო არ გექნა, მომავალი არ გექნება. ახლა ვიღაც მეტყვის, აბა, როგორ თქვა ილიამ აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენიაო. როგორ და, სამშობლოს შეუძახა, არ შეშინდეო და გაამხნევა საწყალი საქართველო, რომელსაც აწმყო არ ჰქონდა, თორემ მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ პიროვნებას სამ დროში უნდა ეცხოვრა. დღეს, როცა ხშირად უარყოფენ წარსულს, მძიმე მდგომარეობაში ვვარდები. ეს საშინელებაა და იმიტომ ხდება, რომ ილია არ წაუკითხავთ. ილიას რომ იცნობდნენ, მაშინ წარსულსაც პატივი უნდა სცენ, აწმყოსაც და მომავალსაც… ახლა აკაკის მივადგეთ: “შუაკაცი ვარ უბრალო, არც მიწისა ვარ, არც ცისა”. ამ საოცარ გამონათქვამს რომ გაუგო, მაშინ ჭეშმარიტი მკითხველი იქნები და თუ ვერ გაუგე, ისევ აკაკი წერეთელს მოვუხმოთ, რომელიც შეგვიძახებდა “გარემოების საყვირი ვარო”. შეძახება ყოველთვის სჭირდება ერის გამოღვიძებას. დღესაც ასეა, თუ ერს შემძახებელი არ ჰყავს, არაფერი გამოვა.”

დღეს ჯანსულ ჩარკვიანის დაბადების დღეა!

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ჯანსულ ჩარკვიანი ქართული მწერლობის შესახებ ,,მწერლობა ის საძირკველია, რომელზეც ქართული სახელმწიფოებრიობა დგას. ცხოვრებაში ბევრი ამოჩემებული სტრიქონი მაქვს. საოცარი სტრიქონია ჩემთვის “ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინი”. წარმოდგენა არ მაქვს, რამ ათქმევინა ვაჟა-ფშაველას ეს სიტყვები. ერთხელ ვაჟაობაზე ფშავში ვიყავით. გიორგი ლეონიძის გვერდით ვიდექი. ძალიან მიყვარდა ეს ადამიანი, იმასაც არ ვძულდი. მთებზე ნისლი იყო ჩამოწოლილი და ვეუბნები, […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი