ურთიერთობები

თუ სასიამოვნო ურთიერთობა გსურთ, ნუ გააკეთებთ ამას!

საერთო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ განმარტოება და საზოგადოებისგან განცალკევება იმაზე გაცილებით მეტად აზიანებს ურთიერთობებს, ვიდრე ჩვენ გვგონია.

ერთ-ერთი აკადემიური ჟურნალი ადამიანის ხასიათების შესახებ, გვიჩვენებს, რომ ხალხთან კომუნიკაციის ნაკლებობა უმეტესად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, მღელვარებისა და ნერვიულობის მაღალ რისკს. ჟურნალი კვლევისთვის ყველა მასალას 20 წლის განმავლობაში აგროვებდა და 14 000-მდე საგანი გამოიკვლია:

– ურთიერთობების ნაკლებობა ქმნის კონფლიქტებს.

– სიჩუმე იწვევს მღელვარებას.

პოლ შროტი, რომელიც ტექსასის ქრისტიანულ კოლეჯში კომუნიკაციას ასწავლის, საუბრობს პარტნიორებს შორის უფსკრულზე. ადამიანების ნორმალურად ცხოვრებისთვის აუცილებელია მეტი კონტაქტი, გახსნილობა და კომპლექსების სრულად დაძლევა. ამ ყველაფერს კი, საბოლოოდ მივყავართ სულიერ კმაყოფილებამდე.

თარგმანი: თემურ იკოშვილი

კომენტარები