თანამდებობით უფროსის პრივილეგია (იგავი)

0

სავაჭრო წარმომადგენელი, მდივანი და მენეჯერი ოფისიდან გავიდნენ, რომ ახლოს მდებარე კაფეში ესადილად. გზაში მათ ძველი ლამპარი იპოვეს. ერთ-ერთმა ხელი გადაუსვა და იქიდან ჯინი ამოვიდა. შეხედა მათ და თქვა:

– მე თითოეულ თქვენთაგანს, თითო სურვილს შევუსრულებ!

– მე პირველი, მე პირველი! — თქვა მდივანმა. — მე მინდა ბაჰამებზე აღმოვჩნდე, კატერზე და რომ არაფერზე ვფიქრობდე, არ ვდარდობდე.

ბუმ! და ის გაქრა.

– ეხლა მე, ეხლა მე, — ამბობს სავაჭრო წარმომადგენელი. — მე ჰავაიზე მინდა. დასვენება პლიაჟზე, მასაჟი… და რომ, იქ იყოს ჩემი ცხოვრების სიყვარული.

ბუმ! და ისიც გაქრა.

– ეხლა შენი რიგია, — უთხრა ჯინმა მენეჯერს.

– მე მინდა, რომ ის ორი, სადილის შემდეგ, ოფისში დაბრუნდეს.

მორალი: თქვენს უფროს ყოველთვის საშუალება მიეცით, რომ საკუთარი აზრი პირველმა გამოთქვას.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply