თავგანწირვა

0

პატარა გოგონას ძალიან იშვიათი და სერიოზული დაავადება აწუხებდა და საავადმყოფოში იწვა. მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა მისი ჯგუფის სისხლის გადასხმა იყო და საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ მის ძმას შეეძლო გოგონას გადარჩენა.

გოგონას ძმა 17 წლის გონებასუსტი ბიჭი იყო და პატარა ბავშვივით აზროვნებდა. ექიმმა აუხსნა სიტუაცია ბიჭს და უთხრა, რომ მისი სისხლის გადასხმა იყო საჭირო მისი საყვარელი დის გადასარჩენად.

– ხომ გააკეთებ ამას შენი საყვარელი დისათვის? – ჰკითხა ექიმმა ბიჭს და ალერსით გადაუსვა ხელი თავზე.

ბიჭი რამოდენიმე წამით დაფიქრდა, თვალები მოუწყლიანდა, შემდეგ კი ამოიოხრა და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე თქვა:

– რასაკვირველია გავაკეთებ და ვიხსნი მის სიცოცხლეს…

სისხლის გადასხმა დასრულდა. პალატაში ყველას ეღიმებოდა, რადგან ყველაფერი ასე კარგად დასრულდა.მხოლოდ გოგონას ძმა იჯდა მწუხარედ ჩაფიქრებული, გაფითრებული სახით და თითქოს რაღაცას ელოდებოდა.და მოულოდნელად იგი წამოდგა და სასოწარკვეთილი ხმით შეეკითხა ექიმს:

– ექიმო მალე გარდავიცვლები?

საქმე იმაში  იყო, რომ გონებასუსტმა ბიჭმა კარგად ვერ გაიაზრა , თუ რა აუხსნა ექიმმა და ეგონა, რომ საყვარელ დას მთელ თავის სისხლს უსხამდა…

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply