ეფექტ,ურთიერთობები

ორი მგზავრი ახალ ქალაქში წავიდა.ერთი მათგანი გაჩერდა ქალაქის შესასვლელში და  ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს შეეკითხა :

–როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში?

–როგორი ადამიანები იყნენ იქ საიდანაც თქვენ ჩამოხვედით? – კითხვა დაუბრუნა ოპერატორმა

–ძალიან ცუდი და არამეგობრული – უპასუხა მგზავრმა.

–სამწუხაროდ ჩვენს ქალაქშიც ასეთი ხალხი ცხოვრობს – უთხრა ოპერატორმა

მოგვიანებით მეორე მგზავრი შეჩერდა მასთან და იგივე კითხვა დაუსვა:

– როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში?

– როგორი ადამიანები იყნენ იქ საიდანაც თქვენ ჩამოხვედით? – ის კითხვა დაუსვა მასაც ოპერატორმა რაც წინა მგზავრს.

– იქ შესანიშნავი ხალხი იყო–უპასუხა მეორე მგზავრმა.

– აქაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს– უპასუხა ოპერატორმა,რადგან მან კარგად იცოდა ერთი მარტივი ჭეშმარიტება:

“იგივე ურთიერთობას ვიღებთ,როგორსაც სხვების მიმართ ვიჩენთ”.

კომენტარები