ეს საქართველოა !

0

? ქუჩაში გენიოსები დადიან.. კი არ დადიან, დააბიჯებენ.. ეს საქართველოა!

? ისინი ფიქრობენ, აზროვნებენ, გზებს ეძებენ და არ ჩერდებიან.. ისინი ქართველები არიან!

? აქ იქმნება იდეა, ფრთები ესხმევა მას და ენერგიით მუხტავს ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია..

? დაკვირვებიხართ თბილისის მეტროში ათასობით სტუდენტის თვალებს? მაშინ დააკვირდით! თქვენ მათში აღმოაჩენთ დაგეგმილ საქართველოს მომავალს!

? გაგიშლიათ ხელები ვაკის პარკში, მემორიალთან? მათ გაუშლიათ და დაუძახიათ: საქართველოვ, მე შენი ვარ! მე მწამს მათი..

? თქვენ გინახავთ რუსთავის ქუჩაში გაჩერებული ქართული ჯავშან-ტრანსპორტიორი Wolf-19, რომელმაც სასწრაფოს გზა დაუთმო? და ეს არ გააკეთა BMW-ს მძღოლმა! ეს ქართველი ჯარისკაცია და ის აფასებს ადამიანის სიცოცხლეს!

? ვიცნობ ადამიანს, რომელმაც ავტობუსის ბილეთი თბილისიდან მარნეულამდე ატარა ნაბეღლავის ცარიელი ბოთლით, რადგან სიტუაციიდან გამომდინარე სანაგვე ურნა ვერ იპოვა ქალაქში. ეს ქართველი მოქალაქე საქართველოს ქუჩებში თამამად დააბიჯებს და მისი მსგავსი უამრავია!

? აქ შეხვდებით ბანკის თანამშრომლებს, რომლებიც საკუთარი მიზერული ხელფასიდან ეხმარებიან მშიერ პენსიონერებს, რათა ამ უკანასკნელებმა პურით და ერთი ძეხვით გაიხანგრძლივონ სიცოცხლე. ეს სიკეთის მაგალითია და შექმნილია საქართველოში!

? აქ დაიღუპა უსახლკარო დედა, რომელიც შვილს გადაეფარა და ზედ დააკვდა შუაგულ ზამთარში, შუაგულ ქუჩაში, რათა ყინვისგან ეხსნა პატარას აკანკალებული სხეული. დიდება ყველა ასეთ ქართველ დედას!

? ხელი ჩამომირთვია ავღანეთში მებრძოლი ჯარისკაცისთვის, რომელმაც თავი ტყვიას მეგობრის გადასარჩენად შეუშვირა. ეს იყო ქართველი თინეიჯერი, რომელიც მოძრაობდა დახეული ჯინსებით და უყვარდა ყველა ქართველი; ის გულით, აზრით დაატარებდა საქართველოს ყველგან, რასაც სამყარო ერქვა. მიუხედავ უამრავი დამსახურებისა, გააჩნდა უდიდესი თავმდაბლობა და თითქმის მისი წლოვანების ბიჭს ,,თქვენობით” მომმართავდა. უფალმა უამრავი შექმნას მისნაირი და განადიდოს მათი დატოვებული..

? ეს პოსტი იწერება საქართველოში და მისი ავტორიც ერთი უბრალო ქართველია, რომელიც ქედს იხრის უფლის წინაშე, ჰკოცნის ქართულ მიწას და ეამაყება, რომ ქართველია. ის, მეუღლესთან ერთად ზრდის პატარა ნიკოლოზს – საქართველოს მომავალს.

P.S დაე გავრცელდეს ეს სტატია საქართველოს ინტერნეტ-სივრცეში, რადგან მხოლოდ კარგს ემსახურება იგი.

გ. ეპიტაშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply