ფრინველები

ერთად ფრენის ძალა!

ალბათ უმრავლესობას უნახავს თუ როგორ მიფრინავენ გადამფრენი ფრინველები ე.წ. “თბილ ქვეყნებში”.

რატომ? რატომ მიფრინავენ ფრინველები ასე? მათ ხომ შეუძლიათ ცალ-ცალკე, ქაოსურად იფრინონ?

მეცნიერული კვლევის მიხედვით ასეთი წყობით ისინი გადიან 70%ით მეტ მანძილს, და 70% უფრო სწრაფად, ვიდრე ცალცალკე. რა ხდება ასეთი ფრენის დროს:

• წინ მიმავალი უკან მიმავალს ჰაერის ნაკადს უჭრის და უკანას ფრენა საგრძნობლად უადვილდება

• უკან მფინავი წინას “ყიყინით” ამხნევებს

• როგორც კი გუნდის წინამძღოლი დაიღლება, მაშინვე სულ ბოლოში გადმოდის “დასასვენებლად” და იმავე რიგის წინმდგომი იყავებს ლიდერის პოზიციას, დაღლის შემდეგ ის გადადის უკვე მეორე რიგში და ახლა იმ რიგის წინ მფრინავი ფრინველი გადადის ლიდერის პიზიციაზე;

• თუკი ერთი ფრინველი გამოეყო გუნდს და ინდივიდუალურად ფრენა მოინდომა, მომენტალურად უბრუნდება გუნდს, რადგან გრძნობს გუნდში ფრენის სიადვილეს, ნაყოფიერებას და სიმარტივეს.

• თუკი ერთმა ფრინველმა მიიღო გარკვეული დაზიანება და მიწაზე დაეშვა, გუნდს მაშინვე გამოეყოფა კიდევ 2 ფრინველი, დედამიწაზე ზრუნავენ თანამოძმეზე, საჭმელი მოაქვთ, ხიფათს არიდებენ და გამოჯანმრთელების შემდეგ ელოდებიან ახალ გუნდს, რათა შეუერთდნენ და ისე განაგრძონ ფრენა.

კომენტარები