იმანუელ კანტის ცხოვრებისეული გამონათქვამები

0

1. ადამიანის ღირსება! უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს, და შეგვეძლოს მისი დაცვა. ნუ ემონებით სხვას. დაუსჯელად ნუ დატოვებთ თქვენი უფლებების შელახვას. ნუ დაიდებთ ვალს (თუ ნამდვილად დარწმუნებული არა ხართ, რომ გაისტუმრებთ მას). ნუ მიიღებთ სხვის წყალობას. ნუ იქნებით მუქთახორა და პირმოთნე. ამით შეინარჩუნებთ ღირსებას. ხოლო ვინც ჭიად იქცა, ნუღარ დაიჩივლებს, რატომ მსრესენო.

2. სახელმწიფო მნიშვნელოვნად ლიმიტირებული უნდა იყოს სამართლის ნორმებით, რათა არ მივიდეს დესპოტიზმთან და განუკითხაობასთან; სახელმწიფო უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების მსახური და არა ბატონი.

3. წაართვით ადამიანს ოცნება და იმედი და თქვენ მას აქცევთ ყველაზე უბედურ არსებად დედამიწაზე.

4. ადამიანის ადამიანად ქცევა მხოლოდ აღზრდის ნაყოფია.

5. ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს, მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს, ვისაც წილად ხვდა იცოცხლოს, იბრძოლოს და პასუხი აგოს. ფილოსოფოსის უკვდავება ის არის, რისი თქმაც მოასწრო, რაც მისგან ყურადიღეს, შეითვისეს, განახორციელეს.
6. მე, მუდამ მაოცებდა ორი რამ – ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონი ჩემში.

7. ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, თვითოეულის გული და სულისთქმა რომ დაფარული არ იყოს.

8. ცნობილი აფორიზმების წაკითხვისას ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს მათი ავტორები ერთმანეთს კარგად იცნობენ.

9. თუმცა ყოველ ადამიანს სურს იყოს ბედნიერი, მაგრამ გარკვევით და თავის თავთან თანხმობით ვერავინ გეტყვის, თუ საკუთრივ რა სურს ან რა სჭირდება.სიმდიდრეს ნატრობს? ცოდნას და გაგებას ესწრაფვის? დღეგრძელობაზე ოცნებობს?მერედა ვინ არის თავდები იმისა, რომ ცხოვრება ხანგრძლივ სატანჯველად არ ექცევა?ბედნიერება გონების იდეალი კი არ არის, არამედ წარმოსახვის იდეალია და მარტოოდენ ემპირიულ საფუძვლებს ემყარება.

10. ჩვენ მდიდრები სიმდიდრის გამო კი არ ვართ, არამედ იმით, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მის გარეშე.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply