ეკონომიკა VS პოლიტიკა

შვიდი აუცილებელი პრინციპი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ეკონომიკისა და პოლიტიკის შესახებ:

1. ეკონომიკის პირველი გაკვეთილი: ადამიანები გადაწყვეტილებებს პირადი სარგებლობის გათვალისწინებით იღებენ. პოლიტიკის პირველი გაკვეთილი: ადამიანები გადაწყეტილებებს სხვა ადამიანების სარგებლობის გათვალისწინებით უნდა იღებდნენ, ანუ დაივიწყეთ ეკონომიკის პირველი გაკვეთილი;

2. ეკონომიკა მეცნიერებაა ადამიანთა გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების ანალიზის შესახებ. პოლიტიკა ეკონომიკური მეცნიერების მართვის ხელოვნებაა;

3. ეკონომიკა მიღწეული შედეგების გამომწვევი მიზეზების ანალიზს ახდენს. პოლიტიკა კი მიღწეული შედეგებით ნასიამოვნები ადამიანების რაოდენობას ადგენს;

4. ეკონომისტისათვის კრიზისი პოლიტიკოსების მიერ წარსულში დაშვებული შეცდომების შედეგია. პოლიტიკოსისათვის კრიზისი ეკონომიკური ციკლების(აღმასვლა და დაღმასვლა) შედეგია;

5. ეკონომიკაზე ადამიანთა მცირე რაოდენობა მსჯელობს მისი სირთულის გამო. პოლიტიკაზე ადამიანთა უმრავლესობა საუბრობს მისი ბუნდოვანების გამო;

6. ეკონომისტები შეცდომებს თავიანთ ნაშრომებში უშვებენ. პოლიტიკოსები შეცდომებს არ უშვებენ, ისინი უბრალოდ პრაქტიკაში ანხორციელებენ ეკონომისტების მიერ ნაშრომებში დაშვებულ შეცდომებს;

7. ეკონომისტები არჩევანის მრავალფეროვნებას ქმნიან. პოლიტიკოსები არჩევანს აკეთებენ.

ავტორი: გივი კუპატაძე

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

შვიდი აუცილებელი პრინციპი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ეკონომიკისა და პოლიტიკის შესახებ: 1. ეკონომიკის პირველი გაკვეთილი: ადამიანები გადაწყვეტილებებს პირადი სარგებლობის გათვალისწინებით იღებენ. პოლიტიკის პირველი გაკვეთილი: ადამიანები გადაწყეტილებებს სხვა ადამიანების სარგებლობის გათვალისწინებით უნდა იღებდნენ, ანუ დაივიწყეთ ეკონომიკის პირველი გაკვეთილი; 2. ეკონომიკა მეცნიერებაა ადამიანთა გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების ანალიზის შესახებ. პოლიტიკა ეკონომიკური მეცნიერების მართვის ხელოვნებაა; 3. ეკონომიკა მიღწეული […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი