მკვლელობა

დიმიტრი უზნაძე: როდის და რატომ არ მივიჩნევთ მკვლელობას ბოროტებად

ჩვენი ჩვეულებრივი აზროვნება სიკვდილს უაღრესად ბოროტებისა და უბედურების სახელით განიხილავს. მისთვის სიკვდილი ვერაფრით გამართლდება. ამიტომ პრაქტიკული ცხოვრების ნიადაგზე განვითარებული სინდისი მკვლელს, როგორც უდიდესი ბოროტების გამოწვევ მიზეზს, უდიდესი სასჯელის ღირსად აღიარებს. მაგრამ იწყება ომი… და ჩვენი აზრი და გრძნობა ძირფესვიანად იცვლება. იგი ჩვენი სულის სამკვიდროს მორევში მძლავრ ქარიშხლად ტრიალდება, ჩვეულებრივ დროს გაჭედილ ღირებულებათა მწყობრი სისტემა ერთბაშად ნიავდება, მისი შემაერთებელი და დამასრულებელი ძალა – სინდისი ძირფესვიანად ირყევა და მტრის სიკვდილი სასიქადულო და სანატრელი ამბით ეპკურება ჩვენს სმენას.

ერთ დღეს ასი ათასობით ისრისება ადამიანის ნორჩი სიცოცხლე, ხმება გულში დარგული ვარდები იმედების, და თუ ვინმემ თავი ისახელა მტრის ბანაკის მუსრის გავლებით, ჩვენ სასიქადულოდ მიგვაჩნია მისი ”რაინდობა”… და რაც უფრო მეტად დამღუპველი იქნება მტრისთვის მისი მახვილი, მით მეტად დავაჯილდოვებთ მას. სხვა დროს ერთი კაცის მკვლელიც საკვირველი სისასტიკით ისჯებოდა, რადგანაც ჩვენი გონების თვალი სიკვდილში უდიდეს ბოროტებას ჭვრეტდა. მკვლელი თითით საჩვენებელი იყო ყველასათვის, როგორც უგვანო და დამნაშავე, ახლა კი ათასი კაცის სისხლში ამობანილი ხელი გმირისა და კეთილისმყოფელის ხელად გვეჩვენება.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ჩვენი ჩვეულებრივი აზროვნება სიკვდილს უაღრესად ბოროტებისა და უბედურების სახელით განიხილავს. მისთვის სიკვდილი ვერაფრით გამართლდება. ამიტომ პრაქტიკული ცხოვრების ნიადაგზე განვითარებული სინდისი მკვლელს, როგორც უდიდესი ბოროტების გამოწვევ მიზეზს, უდიდესი სასჯელის ღირსად აღიარებს. მაგრამ იწყება ომი… და ჩვენი აზრი და გრძნობა ძირფესვიანად იცვლება. იგი ჩვენი სულის სამკვიდროს მორევში მძლავრ ქარიშხლად ტრიალდება, ჩვეულებრივ დროს გაჭედილ ღირებულებათა მწყობრი სისტემა ერთბაშად […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი