დეპრესიული ადამიანი და სიყვარული

დეპრესიული ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული გრძნობა სიყვარულია. მას აქვს შინაგანი მოთხოვნილება და სურვილი იმასა,რომ ვინმე უყვარდეს და მასაც სიყვარულით უპასუხონ. დეპრესიული ადამიანისთვის სიყვარული გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული. მას არ შეუძლია იმის აღიარება რომ ურთიერთობა კრიზისამდე თავად მიიყვანა. კრიზისულ სიტუაციაში მყოფი დეპრესიული პიროვნება ჯერ პანიკაში შემდეგ კი ღრმა დეპრესიაში ვარდება. მას უჭირს იმის გათვითცნობიერება, რომ პარტნიორს მასთან სიახლოვის ისეთივე სურვილი აღარ აქვს როგორსაც თავად განიცდის მის მიმართ.

დეპრესიული პიროვნების ერთ-ერთი დადებითი თვისება ისაა, რომ მას შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს. იდენტიფიკაციისადმი მზაობამ შესაძლოა მასში მედიუმის ემოციურ დონეს მიაღწიოს.ამ დროს მისთვის ზღვარი ,,მე”ს და ,,შენ”ს შორის თითქმის იშლება. ღრმა დეპრესიაში მყოფ ადამიანში სიყვარულის გრძნობას დაკარგვის შიში გადაძლევს ხოლმე. ის ცდილობს პარტნიორის ცხოვრებით იცხოვროს, მთლიანად ერწყმის პარტნიორს და აღარ არსებობს როგორც ინდივიდი. ამ დროს პარტნიორებს შორის სიახლოვის ზღვარი მაქსიმუმს აღწევს. დეპრესიული ადამიანი იდენტიფიკაციის შემდგომ საკუთარ მოვალეობებსაც პარტნიორს გადაულოცავს ხოლმე და მის გარეშე საშინლად უმწეოდ გრძნობს თავს. ამ დროს დეპრესიული პიროვნება პარტნიორთან გაუცნობირებლად ისეთ ურთიერთობას ამყარებს როგორიც ბავშობაში მასა და მშობელს შორის არსებობდა. დეპრესიულ პიროვნებას საკუთარი სიყვარულის გრძნობა პიროვნებაზე მეტად უღირს. პარტნიორობის უფრო რთულ ფორმას ე.წ ,,დამაშანტაჟებელი”ანუ გამომძალველობითი სიყვარული წარმოადგენს.

იმ შემთხვევაში თუ დეპრესიული პიროვნება სურვილს ვერ ისრულებს ის შანტაჟის გზას ირჩევს. ცდილობს პარტნიორს დანაშაულის გრძნობა ჩაუნერგოს ხოლო თუ ამ ხერხითაც ვერ მიაღწია სასურველ შედეგს სასოწარკვეთილებაში ვარდება და შესაძლოა შემდეგი ფრაზაც გამოიყრნოს ,,და თუ შენ აღარ გიყვარვარ თავს აღარ ვიცოცხლებ” ამით იგი პარტნიორს მიანიშნებს რომ ის მის სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი. თუ პარტნიორი სიტუაციას ალღოს ვერ აუღებს და სისუსტეს გამოიჩენს შესაძლოა ფატალური შედეგიც დადგეს. არსებობს ისეთი სიტუაციებიც როცა პაეტნიარი იძულებულია მხოლოს შიშის, სიბრალულის და დანაშაილის გრძნობის გამო შეინარჩუნოს ურთიერთობა დეპრესიულე პიროვნებასთან, თუმცა სინამდვილეში მის მიმართ ფარული სიძულვილს მალავს. ჭეშმარიტი პარტნიორობა მხოლოს ორ დამოუკიდებელ პიროვნებას შორის ურთიერთობას ნიშნავს. თუ დეპრესიულ პიროვნებას მკაცრი და მომთხოვნი პარტნიორი ყავს, იდენტიფიკაციის დროს ის მხოლოდ საკუთარ დათრგუნულ იმპულსებს კი არ გადასცემს არამედ,მორალური უპირატესობის ძლიერი გაძნობაც უჩნდება, ფიქრობს რომ ის როგორც დაჩაგრული და ტანჯული ადამიანი სხვებზე უკეთესია და იმაშიც დარწმუნებულია, რომ დანაშაულად არ ჩაეთვლება თუ სხვას რამეში დაადანაშაულებს. ხოლო როცა ერთ ადამიანს თავი ტანჯულად მოაქვს ამით მეორეს თავისდაუნებურად მტანჯველად წარმოადგენს, რაც თავისთავად სადომაზოხისტური ურთიერთობის სახეს იღებს. დეპრესიული ადმიანის შიშებსა და კონფლიქტებს მნიშვნელოვანი ზოგადი საფუძველი გააჩნია. გამოდის, რომ ადამიანს რაც უფრო ძლიერ უყვარს მით მეტი აქვს დასაკარგი, ამიტომაც იგი ნებისმიერი საფრთხის დროს თავშესაფარს სიყვარულში ეძებს. ადამიანებს შორის პარტნიორობა კარგად გააზრებული პირადი მანძილის არსებობას მოითხოვს, რათა ორივე მხარემ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და განვითარება შეძლოს.

დეპრესიული პიროვნებისთვის სექსუალურობას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. მის მთავარ საზრუნავს სიყვარული კეთილგანწყობა და სინაზე წარმოადგენს. თუ პარტნიორი მის ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს მაშინ მას პარტნიორთან სიახლოვეც სიამოვნებს და ფიქრობს რომ სიყვარულში რაიმე აკრძალვის არსებობა დაუშვებელია. იმ დეპრესიული პიროვნებებისთვის რომლებიც მეტისმეტად დამოუკიდებლები არიან დასაშვებია, მაზოხიზმის ნებისმიერი ფორმა, რაც არც თუ ისე იშვიათად პარტნიორის სრულ მორჩილებას მოთხოვს.

არ არსებობს ზოგადი წესი, რომელიც დაადგენდა თუ რა სახის თავისუფლება ჭირდება ადამიანს. ან რა არის მისთვის მისაღები ან მიუღებელი, ყველა შემთხვევაში იგი საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედებს. თავად ადმიანის ცხოვრება ემოციები თუ სოციალური პირობები იმდენად განსხვავებულია, რომ პარტნიორული ურთიერთობის დროს რთულია მათთვის მისაღები პირობების წამოყენება, მით უფრო რომ ზოგიერთი მათგანი ნორმიდან საკმაოდ გადახრილია და არც თუ მთლიანად ჯანსაღად აზროვნებს. ამიტომაც ჩვენისმხრივ კეთილგონიერება და გულისხმიერება უნდა გამოვიჩინოთ და სიყვარულის იმ ფორმასაც პატივისცემით მოვეკიდოთ, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია.

სტატია მომზადებულია ფრიზ რიმანის წიგნის ,,შიშის ძირითადი ფორმები’ს მიხედვით.

კომენტარები