დაფიქრდით როგორ იფიქროთ …

0

დაფიქრდით როგორ იფიქროთ…

ფიქრი ეხმარება ადამიანს იყოს პროდუქტიული,მიზანდასახული და ქმედებაზე ორიენტირებული.

თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ფიქრის ფორმას. აკვიატებული ფიქრები ეს უკვე კონტრასტული მდგომარეობაა. ეს არის ფიქრი, რომელიც ინტენსიურად მიმართულია ერთ კონკრეტულ საკითხზე და რომელსაც თან სდევს მძაფრი ემოცია. ეს ფიქრი არ იძლევა მოდუნების საშუალებას. ამ დროს რთულია მიიღო გადაწყვეტილებები და იმოქმედო. აკვიატებული ფიქრი არის არაპროდუქტიული პროცესი.

თუ შეამჩნევთ თქვენს თავს რომ ფიქრობთ აკვიატებულად და შეგიპყროთ რომელიმე კონკრეტულმა ფიქრმა აიღეთ სუნთქვა და ნახეთ თუ შეგიძლიათ იპოვნოთ რაიმე გამოსავალი არსებული დილემისგან. ეს არ ნიშნავს, რომ მთელი პრობლემა უნდა იქნას გადაწყვეტილი. უბრალოდ გადადგით ერთი ნაბიჯი წინ.

მაგალითად, თუ თქვენ ნერვიულობთ და ფიქრობთ, რომ სამსახურს ვერ შოულობთ და უმუშევარი ხართ, უბრალოდ დაფიქრდით, რა შეიძლება გააკეთოთ ამის შესაცვლელად. მაგალითად შეგიძლიათ დაგეგმოთ დასაქმების ვებ-გვერდზე ყოველდღიური ვიზიტი და ვაკანსიების დათვალიერება. ან შეიძლება მიმართოთ პირდაპირ თქვენი პროფესიის შესაბამის დაწესებულებებს.

გაანთავისუფლეთ საკუთარი თავი შედეგებისგან – ადამიანები ცდილობენ გააკონტროლონ ყველა მოვლენა საკუთარ ცხოვრებაში. თუმცა შეუძლებელია გააკონტროლო ყველა შედეგი. ხშირად შეიძლება მოხდეს ისეთი მოვლენა, რაც ადამიანს გეგმაში არ ჰქონდა ჩადებული. შეიძლება შეუყვარდეს, დაორსულდეს, დაოჯახდეს და ა.შ. ამ უკონტროლობის გამო ადამიანები განიცდიან დისკომფორტს.

თუ თქვენ შეძლებთ გაანთავისუფლოთ თქვენი თავი იმ ფიქრისგან, რომ შედეგი მაინცდამაინც თქვენთვის სასურველი უნდა იყოს, მაშინ თქვენ შეძლებთ მსგავსი დაუგეგმავი მოვლენის გამოჩენისას უმჯობესი გადაწყვეტილებების მიღებას.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ დაგეგმოთ და არ გქონდეთ სასურველი მოლოდინები. გააკეთეთ მაქსიმუმი, რომ მიაღწიოთ წარმატებას. მაგრამ ნუ მოახდენთ საკუთარი თავის პარალიზებას სხვა დასასრულის გამო.

გამოიმუშავეთ მოდუნებული გონება – ადვილია თქვათ „ მოდუნდი“, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის რთულია ამის გაკეთება. თუკი თქვენ მოახერხებთ მოადუნოთ თქვენი გონება, ეს თავიდან აგაცილებთ აკვიატებულ ფიქრებს. თქვენ შეგეძლებათ იაზროვნოთ მეტად მკაფიოდ და სიღრმისეულად. მიიღებთ მეტად სწორ და მსუყე გადაწყვეტილებებს.
რამოდენიმე დარიგება ამის გასაკეთებლად:

მოუსმინეთ ისეთ მუსიკას, რაც სიამოვნებს და ამშვიდებს თქვენს სულს. მიიღეთ თბილი აბაზანა. დაჯექით კოცონთან ან ბუხართან, მიეცით თქვენს თავს უფლება დაჰიპნოზდეს ალის მეშვეობით. გამოიყენეთ წარმოსახვა. შექმენით ადგილი თქვენს გონებაში, სადაც თქვენ შეგეძლებათ თავი იგრძნოთ უსაფრთხოდ, თბილად, კომფორტულად და მოხერხებულად. წარმოიდგინეთ ეს და მიეცით თქვენს გონებას სიმშვიდე, მოადუნეთ თქვენი სხეული. მოდუნებული სხეული კი კარგი სახლია მოდუნებული გონებისათვის.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

კლინიკური ფსიქოლოგი (მაგისტრი); სამუშაო ადგილი - "დანტე ალიგიერის ხელოვნების სკოლა" ფსიქოლოგი. "VIP Intellect Group" - ფსიქოკონსულტანტი "სოციალური პარტნიორობა" - აღმზრდელი... "საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის" წევრი

Leave A Reply