ჯონ გარდნერი

“დამარცხების შიში მძიმე საფასურს ითხოვს”

ერთი მიზეზი, რის გამოც პატარები ზრდასრულ ადამიანებზე მეტს სწავლობენ, ისაა რომ მათ მეტი რისკის გაწევის სურვილი აქვთ. სწავლა რისკიანი საქმეა, ზრდასრულ ადამიანებს კი დამარცხება არ იზიდავთ. ბავშვები მართლაც ფენომენალური სისწრაფით ითვისებენ ახალ საგნებს და ამავდროულად ბევრ მარცხსაც განიცდიან. დააკვირდით მათ. რამდენს ცდილობენ და რამდენჯერ მარცხდებიან. უყურეთ როგორ ურიგდებიან ისინი დამარცხებას! წლების მატებასთან ერთად დამარცხების შიშის ჩვენზე გავლენა იზრდება. რაც უფრო ხანში შევდივართ, რისკის გაწევის სურვილიც თანდათან გვინელდება. ხშირად დოგმათა გავლენის ქვეშაც ვექცევით, რომლებიც გვასწავლიან რომ დამარცხება დამარცხება ტრაგედია და წარმატება მეტისმეტად ძვირფასი საჩუქარი. საშუალო ასაკში ბევრ ჩვენგანს საკუთარი სიაც გვაქვს იმისა, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ, მხოლოდ იმიტომ რომ ერთხელ ვცადეთ და არ გამოგვივიდა.

დამარცხების შიში მძიმე საფასურს ითხოვს. ის ზრდისა და განვითარების უდიდესი წინააღობაა. დამარცხების შიში ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობებს, არ გვაძლევს ახალი აღმოჩენებისა და ექსპერიმენტების გაკეთების საშუალებას. არ არსებობს სწავლა ძიებისა და დაბრკოლებების გარეშე. თუ გსურთ მუდამ სწავლობდეთ, აუცილებლად მზად უნდა იყოთ რისკისა და დამარცხებისთვის – მთელი ცხოვრების მანძილზე.

ჯონ გარდნერი

კომენტარები