სიმსივნესთან მებრძოლი ბავშვები

დათუნია, რომელიც კიბოთი დაავადებულ ბავშვებს მარტოობას უმსუბუქებს

ბრაზილიაში სიმსივნით დაავადებული ბავშვების განწყობის ასამაღლებლად შეიქმნა სათამაშო დათუნია, რომელიც მათ საყვარელ ადამიანებთან კონტაქტს უადვილებს. დათუნიაში, რომლის სახელია Elo, დამონტაჟებულია Whatapp-ის აპლიკაცია და დინამიკი. მისი საშუალებით ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს, შეუძლიათ ხმოვანი მესიჯი გაუგზავნონ კიბოთი დაავადებულ ბავშვებს.

Elo-ს შესახებ შეიქმნა ვიდეო-რგოლი, რომელმაც კანის ფესტივალზე ოქროს ლომი დაიმსახურა.

კომენტარები