დავით თევზაძის ემოციური და დამაფიქრებელი პოსტი სტიქიური უბედურების შესახებ

0

სოციალურ ქსელებში ვრცელდება საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის გამოხმაურება თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“„ახლა, როდესაც ვნებები მეტ-ნაკლებად დაცხრა, ანაზდად ერთი აღმოსავლური ამბავი გამახსენდა, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო ჩემი სტუდენტობის ჟამს. ერთხელ, ერთი ახალგაზრდა მთაში ავიდა განდეგილთან და მოწაფეობა თხოვა. განდეგილმა თანხმობა უთხრა და თხოვნით მიმართა: დიდი ხანია აქედან არ გავსულვარ, წყალი მწყურია ძალიან, იქნებ არ დაგეზაროს, მდინარესთან ჩახვიდე და ამომიტანოო. ახალგაზრდა ხალისით დათანხმდა, დასტაცა კოკას ხელი და მდინარესთან ჩაირბინა. აქ, ნაპირთან ახალგაზრდა ქალი დაინახა მობანავე, სიყვარულით განიმსჭვალა მის მიმართ და კოკა ნაპირთან დააგდო…

გავიდა წლები. ახლგაზრდა უკვე აღარ იყო ახალგაზრდა. ის ბედნიერად ცხოვრობდა მდინარის პირას, სადაც თავისი მეუღლე დაინახა პირველად, შვილებიც ყავდათ და თითქო არაფერს უნდა დაერღვია ეს იდილია. მეგრამ ერთ ღამეს მოვარდა ქარიშხალი, მოდიდდა მდინარე, გაიტაცა სახლი, მეუღლე, შვილები…

დიდლამდე ებრძოდა მამაკაცი ტალღებს, ვერც ერთის გადარჩენა ვერ შეძლო და გათანგული მიეგდო ნაპირზე. დამძიმებული თავი აწია და კოკა დაინახა სილაში ჩაფლული ნახევრად. გაახსენდა, რომ აქ, ამ ნაპირზე წყლის მოსატანად იყო მოსული წლების წინ, გაახსენდა მოხუცი, რომელიც წლებია წყალს ელოდა, კიდევ ბევრი რამ გაახსენდა.

აიღო წყალი და თავჩაქინდრული აუყვა აღმართს, თუმცა არც კი იცოდა დახვდებოდა განდეგილი ცოცხალი თუ არა. განდეგილი გამოქვაბულში დახვდა იმავე პოზაში, როგორც დატოვა. მამაკაცი მის წინ მუხლებზე დაეცა და წლიანი კოკა მიაწოდა. “რა მალე მოსულხარ” წყნარად თქვა მოხუცმა, “რა მალე…”

ჩვენი ცხოვრებაც მდინარის დინებაზეა მთლიანად დაკიდული. ერთხელ მოვარდება წყალი, წაგართმევს ყველაფერს, რაც წლებით გიშენებია, სათუთად, სიყვარულით, სულ ერთი მიზეზით, გაგახსენოს ვინ ხარ და რატომ ჩამოდი აქ, მდინარესთან…

ეს, ისე. გამახსენდა უბრალოდ…“

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply