გჯეროდეს საკუთარი თავის

0
ვიცი არის დღეები, როდესაც დილით იღვიძებ და ხვდები, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც შენ გსურდა.
მაგრამ ისიც ვიცი, რომ არ არსებობს უფრო უკეთესი დრო იმისათვის, რომ უთხრა შენს თავს:
ყველაფერი კარგად იქნება..:)
ვიცი, არის პერიოდი, როდესაც იმედს გიცრუებენ და გულს გტკენენ, მაგრამ ეს საუკეთესო დროა იმისათვის, რომ შთააგონო საკუთარ თავს:
ეს შენი ცხოვრებაა და მხოლოდ შენ ხარ პასუხისგემებელი საკუთარ შედეგებზე, მხოლოდ შენ… მხოლოდ შენ…
ვიცი, არის უამრავი ცვლილება, რომელთა წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობ, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი დიდი მიზეზია იმისა, რომ
ცვლილებებს უფრო მომზადებული შეეგებო, მეტად ძლიერი და თავდაჯერებული …
ვიცი, არსებობს უამრავი პრობლემა, რომლის გადალახვაც გიწევს და უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემაა საჭირო…
მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მიზეზია იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად ირწმუნო საკუთარი შესაძლებლობების და უთხრა საკუთარ თავს:

დიახ, შენ ეს შეგიძლია, გჯეროდეს საკუთარი თავის… გჯეროდეს !!!

კომენტარები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply