გჯეროდეს საკუთარი თავის ! – როგორ გადავლახოთ მღელვარება და მივაღწიოთ წარმატებას გასაუბრების დროს

   ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს  სამსახურს.სწორედ სამსახურში  ვახორციელებთ  საკუთარ მიზნებს. ვახდენთ საკუთარი თავის რეალიზებას. ვაღწევთ წარმატებას და ვფიქრობთ,რომ საკუთარი შრომით ვეხმარებით   ჩვენს   ქვეყნას  და ადამიანებს.თუმცა ძალიან რთულია, როდესაც ადამიანი ვერ პოულობს სამსახურს ან  რჩება უმუშევარი,მაგრამ თუ ადამიანი ფარ-ხმალს არ დაყრის და ბოლომდე  იბრძოლებს საკუთარი მიზნის მისაღწევად,აუცილებლად მიეცემა საშუალება  აკეთოს ყოველთვის  საყვარელი საქმე.

  ამჯერად მინდა ვისაუბრო იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ჩვენს მიერ გაგზავნილ სივს პასუხობენ და გასაუბრებაზე გვიბარებენ.პირველ რიგში არასოდეს ინერვიულო გასაუბრების წინ. უთხარი საკუთარ თავს,რომ ცხოვრებამ ამჯერად მოგცა  შანსი, ამიტომ ეცადე მაქსიმალურად წარმოაჩინო საკუთარი შესაძლებლობები.ზოგჯერ ადამიანი,როდესაც ახალი გამოწვევის წინაშე დგება –  დგამს ახალ ნაბიჯებს წარმატებისკენ სწორედ მაშინ  ეპარება ყველაზე მეტად საკუთარ თავში ეჭვი. ფიქრობ, თუ არ  აგიყვანენ სამსახურში,ვერ შესძლებ საკუთარი თავის რეალიზებას და დარჩები იმედგაცრუებული? გახსოვდეს ასეთ მნიშნელოვან წუთებში არასდროს იფიქრო  პესიმისტურად. ეცადე  გქონდეს პოზიტიური განწყობა.გამოიყენე ყველა უნარი და გამოცდილება. არ ინერვიულო! ვიცი ეს არ არის ადვილი საქმე,მაგრამ თუ  დაიჯერებ რომ განსაკუთრებული ხარ,ბევრ წარმატებას მიაღწევ.

      მე რადგან  ხშირად მიწევდა სასურველი სამსახურის ძებნა,შესაბამისად კარგად ვიცი რას გრძნობ, როდესაც გასაუბრებაზე მიდიხარ.ღელავ, ფიქრობ, ახლა თუ ვერ მიაღწევ წარმატებას, მომავალში  კიდევ უფრო გაგიჭირდება კარიერის შექმნა. საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება არასდროს იძლევა კარგ შედეგს. ასეთი ფიქრებით,ადამიანი აუცილებად დამარცხდება საკუთარ წარმოდგენაში და  არ ეყოფა  ენერგია წარმოაჩინოს სწორად საკუთარი თავი.

  მახსოვს როდესაც გამოცდებს ვაბარებდი უნივერსიტეტში, რადგან ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი,დარწმუნებული ვიყავი     საკუთარ შესაძლებლობებში,ამიტომ ლექტორებს სჯეროდათ რომ მე ყოველთვის შემეძლო ყველა კითხვაზე ამომწურავად გამეცა პასუხი მათთვის.თუმცა როცა სამსახურის ძებნა დავიწყე,არ მქონდა გამოცდილება და არ ვიცოდი კონკრეტულად რას მოითხოვდნენ ჩემგან, ვღელავდი და უკვე ნაკლებად ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული.მაგრამ დროთა განვალობაში ვისწავლე : ადამიანს რა ცოდნაც აქვს წლების მანძილზე დაგროვილი,როგორ  პროფესიულ უნარ-ჩვევებს ფლობს,თუ არის მიზანდასახული და შრომისმოყვარე  სწორედ ამ თვისებების და  შესაძლებლობების პრეზენტაცია  მოუწევს გასაუბრებაზე.ამიტომ არასდროს არ უნდა იღელვო.უნდა ეცადო თავდაჯერებული სახით წარსდგე  გასაუბრებაზე და არ იფიქრო რომ გამომცდელები შეუძლებელს მოითხოვენ შენგან.

     ეცადე  წარმოაჩინო საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხარ სინამდვილეში, რადგან ასე უფრო უკეთესი და ნამდვილი ხარ. მთავარია იყო პოზიტიური,არ იყო ხელოვნური და არ  იფიქრო,რომ ეს გამოწვევა ძალიან რთულია შენთვის. ადამიანს ბრძოლის უნარი უნდა შეეძლოს,რადგან დროთა განვალობაში გამოცდილებას დააგროვებ და ისწავლი საკუთარი თავი როგორ წარმოაჩინო სწორად. წუთიც არ უნდა შეგეპაროს საკუთარ ძალებში ეჭვი – საკუთარი თავის რწმენა – სწორედ    ეს  გრძნობა ფასდება ყველაზე მეტად,რადგან ძლიერი, დათავდაჯერებული პიროვნება ნებისმიერ სამსახურში გაართმევს უამრავ დაბრკოლებას თავს.

  ჩემს მეგობრებს, ახლობლებს ყოველთვის ვურჩევ,ნუ შეეშინდებათ გადადგან   წარმატებისკენ ნაბიჯები ,რადგან მხოლოდ უმოქმედობაა ყველაზე საშიში მდგომარეობა.თითოეულ ჩვენთაგანს აქვს ოცნებები და მიზნები,მათი განხორციელება კი მხოლოდ  მოქმედებით და დაუღალავი შრომით არის შესაძლებელი.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

   ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს  სამსახურს.სწორედ სამსახურში  ვახორციელებთ  საკუთარ მიზნებს. ვახდენთ საკუთარი თავის რეალიზებას. ვაღწევთ წარმატებას და ვფიქრობთ,რომ საკუთარი შრომით ვეხმარებით   ჩვენს   ქვეყნას  და ადამიანებს.თუმცა ძალიან რთულია, როდესაც ადამიანი ვერ პოულობს სამსახურს ან  რჩება უმუშევარი,მაგრამ თუ ადამიანი ფარ-ხმალს არ დაყრის და ბოლომდე  იბრძოლებს საკუთარი მიზნის მისაღწევად,აუცილებლად მიეცემა საშუალება  აკეთოს ყოველთვის  საყვარელი საქმე.   […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

დადუნა ნადარაია
მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.