გჯეროდეთ წარმატების, ერთ მშვენიერ წამს ყველაფერი შიცვლება

15-ზე მეტი ლიტერატურული პრემიის მფლობელი, მილიარდერი და მსოფლიოში ერთ –ერთი ცნობილი ქალი ჯოან როულინგი არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მოზრდილთა კერპიც არის. „ჰარი პოტერი“ ყველაზე პოპულარული წიგნების სერიად იქცა ისტორიაში, ხოლო მის მიხედვით გადაღებული ფილმების სერია– ყველაზე მომგებიან ფილმების სერიად.

ჯოან როულინგის რჩევები

აკეთეთ საყვარელი საქმე – უნდა იპოვოთ საქმე, რომელიც მართლაც სიამოვნებას მოგგვრით. თავს ცუდად ვგრძნობ, როცა არ ვწერ. ერთი კვირა დაახლოებით ის ვადაა, რომლის მოთმენაც შემიძლია.

იყავით უიღბლობათა მადლიერი – მადლობა თქვით იმ უიღბლობისა თუ მარცხისთვის, რაც შეგემთხვათ. იმის ცოდნამ, რომ ამ მოვლენებმა უფრო გამაძლიერა და დამაბრძენა, გადარჩენის უნარიც გამიძლიერა. შეუძლებელია, შეიცნო საკუთარი თავი და შეაფასო ურთიერთობების სერიოზულობა, თუ ცხოვრებისეული განსაცდელი არ გაგივლია. მე პრიზი მივიღე მტკივნეული გამარჯვებისთვის. ახლა უფრო აქტიუი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე ვიყავი ბავშობაში, მოზარდობისას ან ახალგაზრდობაში.

გჯეროდეთ წარმატების – თუ არ გიმართლებთ, პრობლემებია სამსახურში და პირად ცხოვრებაში, იმედი არ დაკარგოთ, მაინც გჯეროდეთ წარმატების. ერთ მშვენიერ წამს ყველაფერი შიცვლება.

იყავი გამბედავი, ნუ მოერიდებით გამოწვევებს – ნუ იქნებით მფრთხალი და მშიშარა, უნდა შეგეძლოთ საკუთარი თავისა და გარშემო მყოფთა გამოწვევა. როცა წერა დავიწყე, ქმარს დავშორი, პატარა ბავშვი მყავდა და ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობდი. სულიც დამძიმებული მქონდა, მაგრამ სწორედ ამ გაჭირვებამ მიბიძგა, რაღაცისთვის მიმეღწია. მე რომ ახალი გამოწვევების შემშინებოდა, გავგიჟდებოდი.

გჯეროდეთ სიყვარულის, ის დაგეხმარებათ – ნამდვილად ვიცი, რომ სიყვარული უმნიშვნელოვანესი რამ არის ადამიანის ცხოვრებაში. რა არის უფრო ძლიერი, ვიდრე სიტყვა „მიყვარხარ“? ის ძლიერია შიშზე, სიკვდილზეც კი.

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

15-ზე მეტი ლიტერატურული პრემიის მფლობელი, მილიარდერი და მსოფლიოში ერთ –ერთი ცნობილი ქალი ჯოან როულინგი არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მოზრდილთა კერპიც არის. „ჰარი პოტერი“ ყველაზე პოპულარული წიგნების სერიად იქცა ისტორიაში, ხოლო მის მიხედვით გადაღებული ფილმების სერია– ყველაზე მომგებიან ფილმების სერიად. ჯოან როულინგის რჩევები აკეთეთ საყვარელი საქმე – უნდა იპოვოთ საქმე, რომელიც მართლაც სიამოვნებას მოგგვრით. თავს ცუდად […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი