გულწრფელობისა და პატიოსნების ძალა

შორეულ აღმოსავლეთში ერთი მოხუცი მეფე მეფობდა, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა.ცხოვრების ბოლო წლებში მან თავის სამეფოში მცხოვრები 3 გამორჩეული ახალგაზრდა ყმაწვილი დაიბარა და უთხრა :
“თქვენ სამიდან ერთ–ერთი ჩემი მემკვიდრე გახდება. თუმცა იმისათვის, რომ გაირკვეს, თუ ვინ იქნება თქვენს შორის მომავალი მეფე ჩემი ერთი დავალება უნდა შეასრულოთ:
თითოეულს გაგატანთ სამი ერთნათისაგან განსხვავებული მცენარის თესლს ქოთანთან ერთად. ერთი წლის განმავლობაში თქვენ ეს მცენარეები უნდა გაზარდოთ ამ ქოთანში და ამ ვადის გასვლის შემდეგ როდესაც ჩემს სასახლეში მოხვალთ, თან მოიტანთ თქვენს გაზრდილ მცენარეს და იმის მიხედვით გამოგარჩევთ, თუ როგორ მოუარეთ და როგორ გაზარდეთ ისინი.”
მოდით ისტორია უფრო საინტერესო, რომ გავხადოთ ამ სამიდან ერთ–ერთ ყმაწვილს გავყვეთ და ვნახოთ, თუ როგორ მოიქცა იგი.
ყმაწვილს ლი ერქვა.
იგი სახლში დაბრუნდა და დედას უამბო, თუ რა სურდა მეფეს და რა დავალება მისცა მათ. დედა მას შეჰპირდა, რომ მცენარის გაზრდაში დაეხმარებოდა.
მათ დარგეს თესლი, ყველაფერი წესის მიხედვით გააკეთეს, სასუქი და წყალი არ მოუკლიათ, თუმცა ყველაფერი ამაო იყო – მცენარე არ ამოდიოდა.
გადიოდა დღეები, კვირები და თვეები. მაგრამ ლი კვლავ არ კარგავდა იმედს . . .
რაც შეეხება დანარჩენ ორ ახალგაზრდას მათ უკვე საკმაოდ დიდი მცენარეები ჰქონდათ გაზრდილი და ამაყობდნენ თავიანთი ოსტატობოთ.
ერთი წელიც გავიდა და მეფის სასახლეში მისვლის დროც დადგა. ლიმ დედას უთხრა, რომ იგი არ აპირებდა სასახლეში მისვლას, იმის გამო, რომ მეფეს არ მოეწონებოდა ცარიელი ქოთნის დანახვა, შეიძლება დაესაჯა კიდეც და არც სხვის დაცინვის საგნად ქცევა ხიბლავდა.
“უნდა წახვიდე” – უთხრა მას დედამ. “იყავი გულწრფელი და მოყევი ის, რაც მოხდა. მჯერა, მეფე აუცილებლად დააფასებს შენს შრომას”.
ბიჭმა დაუჯერა დედის რჩევას და სასახლეში წავიდა.
სასახლის წინ უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და მომავალი მეფის არჩევას ელოდებოდა.
მეფემ სამივე გულთბილად მიიღო და უთხრა:
,,მაჩვენეთ, თქვენი გაზრდილი მცენარეები, მინდა გავიგო, თუ რომელი თქვენთაგანი იქნება მომავალი მეფე”.
ერთმა ბიჭმა მას ულამაზესი ყვავილი გაუწოდა, მეორემ უცხო ჯიშის ეგზოტიკური მცენარე. როდესაც ლის ჯერი მოვიდა მან მორჩილად თავი დახარა და მეფეს უთხრა:
“მეფეო, სამწუხაროდ ვერ შევძელი თქვენი მოცემული თესლი გამეხარებინა. გთხოვთ დაიბრუნოთ, უკან თქვენი ქოთანი . . .”
ხალხმა სიცილი დაიწყო. ყველა ამ ბიჭს დასცინოდა. მეფემ ხელის ერთი მოძრაობით ხალხი დააშოშმინა და ხმამაღლა თქვა:
ახლა თქვენს წინაშე თქვენი მომავალი მეფე დგას და მისი სახელია –  ლი.
ხალხი გაოცებული იყო, ლის კი ენა ჩაუვარდა.
აშკარად ხუმრობს, მე ხომ მისი მოცემული თესლი ვერ გავახარე. როგორ შეიძლება მე ამირჩიოს თავის მემკვიდრედ და არა ისინი, რომელთაც მისი დავალება წარმატებით შეასრულეს? – ფიქრობდა გაოცებული და ცრემლმორეული ბიჭი.
მეფემ საუბარი განაგრძო:
,,ერთი წლის წინ მე სამივე ახალგაზრდას სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული თესლი მივეცი და დავავალე, რომ მათ ამ თესლებისაგან მცენარე უნდა გაეზარდათ.
ეს არც ისე ადვილი დავალება იყო, როგორც თქვენ ერთი შეხედვით წარმოიდგინეთ.და მინდა გაგიმხილოთ, რომ შეუძლებელიც კი, რადგან სამივე თესლი მოხარშული იყო და მათგან ვერანაირი მცენარე ვერ გაიხარებდა.
და საბოლოოდ მხოლოდ ლის ეყო მხნეობა და პატიოსნება იმისა, რომ ჩემთვის ცარიელი ქოთანი დაებრუნება  . . .”

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

შორეულ აღმოსავლეთში ერთი მოხუცი მეფე მეფობდა, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა.ცხოვრების ბოლო წლებში მან თავის სამეფოში მცხოვრები 3 გამორჩეული ახალგაზრდა ყმაწვილი დაიბარა და უთხრა : “თქვენ სამიდან ერთ–ერთი ჩემი მემკვიდრე გახდება. თუმცა იმისათვის, რომ გაირკვეს, თუ ვინ იქნება თქვენს შორის მომავალი მეფე ჩემი ერთი დავალება უნდა შეასრულოთ: თითოეულს გაგატანთ სამი ერთნათისაგან განსხვავებული მცენარის თესლს ქოთანთან ერთად. […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი